გვერდის შემდეგ

Bounty Hunter-ის გილდია

Bounty Hunter — თავებზე მონადირე Bounty Hunter არის მოთამაშე, რომლის საქმიანობაა ძებნილი პირების მოძებნა, დაკავება და შესაბამისი წესით ჩაბარება. დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში მონადირე იღებს ჯილდოს, რომელიც მითითებულია კონკრეტულ Bounty-ზე.

  1. გილდიის ზოგადი წესები

1.1. გილდიის სტატუსი Bounty Hunter წარმოადგენს საერთაშორისო გილდიას, რომელსაც უფლება აქვს ითანამშრომლოს სერვერზე არსებულ სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებთან და კრიმინალურ დაჯგუფებებთან.

1.2. წევრობა გილდიის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, გარდა ინდიელისა.

1.3. გილდიის წევრების შერჩევა გილდიის ლიდერისა და წევრების მიღება ხდება ადმინისტრაციასთან გასაუბრებისა და ადმინისტრაციის თანხმობის საფუძველზე.

1.4. სხვა სტრუქტურებში წევრობა მოთამაშეს, რომელიც არის სახელმწიფო ფრაქციის ან კრიმინალური რანჩოს წევრი, ეკრძალება Bounty Hunter-ის გილდიაში ერთდროულად გაწევრიანება.

  1. Bounty Hunter-ის ურთიერთობა ორგანიზაციებთან Bounty Hunter-ს უფლება აქვს შეასრულოს დავალებები როგორც სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ასევე კრიმინალური დაჯგუფებებისთვის, შესაბამისი წესების დაცვით.

  2. კრიმინალურ დაჯგუფებებთან ურთიერთობა

3.1. დაჭრილი პირის გადაცემა კრიმინალური დაჯგუფებისთვის დაჭრილი პირის გადაცემისას აკრძალულია მისი ხელოვნურად გაცოცხლება სიტუაციის გაგრძელების მიზნით.

3.2. შეკვეთის შესრულება კრიმინალური დაჯგუფების მიერ გაცემული დავალების შესრულებისას Bounty Hunter ვალდებულია სამიზნე პირი ცოცხალ მდგომარეობაში მიიყვანოს დამკვეთთან.

3.3. მცდელობების რაოდენობა ერთი შეკვეთის შესრულებისას Bounty Hunter-ს აქვს მაქსიმუმ 3 მცდელობა სამიზნე პირის ცოცხლად ჩასაბარებლად. თუ სამივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, Bounty Hunter ვალდებულია ამის შესახებ დამკვეთს აცნობოს.

3.4. ჩაფლავებული შეკვეთა შეკვეთის ჩაფლავების შემთხვევაში: შეკვეთა ითვლება გაუქმებულად; იგივე პიროვნებაზე ახალი შეკვეთის აღება 1 კვირის განმავლობაში აკრძალულია, ნებისმიერი მოთამაშისგან.

3.5. ლასოს გამოყენება Bounty Hunter-ს უფლება აქვს გამოიყენოს ლასო წინასწარი ინტერაქციის გარეშე, თუ მოქმედება შეესაბამება მიმდინარე დავალებას და სხვა სერვერულ წესებს.

  1. სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა

4.1. სახელმწიფო Bounty სახელმწიფო სტრუქტურის მიერ პიროვნებაზე Bounty-ის გამოცხადების შემთხვევაში Bounty Hunter-ს უფლება აქვს ძებნილი: ესროლოს ინტერაქციის გარეშე; ან გამოიყენოს ლასო.

4.2. დაჭრილი ძებნილის ჩაბარება თუ ძებნილი Bounty Hunter-მა დაჭრილ მდგომარეობაში მიიყვანა, იგი ვალდებულია ისარგებლოს ექიმის დახმარებით და გააგრძელოს მიმდინარე RP სიტუაცია. ექიმის დახმარების მიღების შემდეგ პერსონაჟს ახსოვს მომხდარი მოვლენები.

4.3. Bounty-ის გამოცხადების უფლებამოსილება სახელმწიფო Bounty-ის გამოცხადების უფლება აქვს მხოლოდ: შერიფების ლიდერს; შერიფების ლიდერის მოადგილეებს.

4.4. მოქალაქის საჩივრის საფუძველზე Bounty მოქალაქის მიერ კონკრეტულ პირზე საჩივრის შეტანის შემთხვევაში სახელმწიფო სტრუქტურას არ აქვს უფლება დაუყოვნებლივ გამოაცხადოს Bounty. პირველ რიგში, შესაბამისი პირი უნდა დაიბარონ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაკითხად და მიეცეს შესაძლებლობა განმარტოს სიტუაცია.

4.5. დაბარებაზე გამოუცხადებლობა თუ დაბარებული პირი მისთვის განსაზღვრულ ვადაში არ გამოცხადდება სახელმწიფო სტრუქტურაში, შერიფებს უფლება აქვთ აღნიშნულ პირზე გამოაცხადონ Bounty. გამოცხადებისთვის მიცემული ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 48 საათს.

დარღვევის შემთხვევაში სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.