ომის წესები
15.1. მოკავშირეები და დიპლომატია
15.1.1. მოკავშირის სტატუსი ქვეყანას უფლება აქვს ჰყავდეს მხოლოდ ერთი მოკავშირე, თუ აღნიშნული ქვეყანა სხვა სახელმწიფოსთან მიმდინარე ომში არ იმყოფება.
15.1.2. მოკავშირის სტატუსის შეწყვეტა თუ მოკავშირე ქვეყანა სხვა სახელმწიფოსთან ომში ჩაერთვება, იგი კარგავს მოკავშირის სტატუსს მანამ, სანამ აღნიშნული კონფლიქტი არ დასრულდება.
15.1.3. მოკავშირის მონაწილეობა ბრძოლაში მოკავშირეს უფლება აქვს ჩაერთოს თავდასხმაში ან თავდაცვაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავარ მხარეს ბრძოლაში 15-კაციანი სრული საბრძოლო რაზმი არ ჰყავს. მოკავშირე უფლებამოსილია შეავსოს მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა 15 მოთამაშის შესავსებად. მოკავშირე არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებით საბრძოლო ძალად.
15.1.4. მოკავშირის უფლებამოსილება მოკავშირეს ეკრძალება დამოუკიდებლად დაიწყოს სამხედრო მოქმედება, მიიღოს დამოუკიდებელი სამხედრო გადაწყვეტილება ან თავად წარმართოს ბრძოლის მიმართულება. მოკავშირე მოქმედებს მთავარი ქვეყნის ხელმძღვანელობის მითითებით.
15.2. თავდასხმის დრო და ტერიტორია
15.2.1. თავდასხმის ტერიტორია სამხედრო მოქმედების დაწყებისას თავდამსხმელი მხარე ვალდებულია სამიზნედ აირჩიოს მოწინააღმდეგე ქვეყნის საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი.
15.2.2. სამხედრო მოქმედებების დრო ომის ფარგლებში სამხედრო მოქმედებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ: 22:00-დან 01:00 საათამდე.
15.2.3. აკრძალული დრო 22:00–01:00 პერიოდის მიღმა განხორციელებული სამხედრო მოქმედება ჩაითვლება ომის წესების დარღვევად.
15.3. საბრძოლო ძალები
15.3.1. მონაწილეთა რაოდენობა ერთ კონკრეტულ ბრძოლაში თითოეული ქვეყნის მხრიდან მონაწილეობა შეუძლია მაქსიმუმ 15 მებრძოლს.
15.3.2. საბრძოლო რაზმები ქვეყანას შეუძლია ჰყავდეს რამდენიმე საბრძოლო რაზმი, თუმცა ერთ ბრძოლაში მხოლოდ ერთი 15-კაციანი რაზმი შეიძლება მონაწილეობდეს. დანარჩენი რაზმები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ბრძოლებში.
15.3.3. რაზმის განლაგება ქვეყნის ხელმძღვანელობა უფლებამოსილია წინასწარ განსაზღვროს მებრძოლების პოზიციები და მოქმედების მიმართულებები. მებრძოლი ვალდებულია დაიცვას მისთვის განსაზღვრული საბრძოლო განლაგება.
15.4. ჩასაფრება
15.4.1. თავდაცვითი ჩასაფრება დამცავ მხარეს უფლება აქვს მოაწყოს ჩასაფრება საზღვართან, თავდამსხმელის სავარაუდო გადაადგილების მარშრუტზე.
15.4.2. ჩასაფრების შედეგად დამარცხება თუ დამცავი მხარე ჩასაფრების შედეგად დამარცხდა, იგი იმავე დღეს ვეღარ ჩაერთვება სხვა სამხედრო მოქმედებაში.
15.4.3. თავდამსხმელის გამარჯვება თუ თავდამსხმელი მხარე ჩასაფრებას წარმატებით გადალახავს, მას უფლება აქვს გააგრძელოს შეტევა სამიზნე ქალაქისკენ.
15.4.4. თავდამსხმელის დამარცხება თუ თავდამსხმელი მხარე ჩასაფრების შედეგად დამარცხდა, იგი ითვლება იმ დღის ბრძოლაში დამარცხებულად, ხოლო სამხედრო ინიციატივა გადადის დაცვის მხარეზე.
15.5. თავდაცვა და კონტრიერიში
15.5.1. თავდაცვის გამარჯვება თუ დამცავი მხარე წარმატებით მოიგერიებს თავდასხმას და შეინარჩუნებს ქალაქზე კონტროლს, სამხედრო ინიციატივა გადადის დაცვის მხარეზე.
15.5.2. კონტრიერიში დაცვის მხარეს უფლება აქვს მომდევნო დღიდან დაიწყოს კონტრიერიში იმავე წესების დაცვით. კონტრიერიშის დროს მოქმედებს: დრო — 22:00–01:00; სამიზნე — მოწინააღმდეგის საზღვართან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი.
15.6. ძირითადი რაზმი და რეზერვი
15.6.1. ძირითადი საბრძოლო რაზმი ქვეყნის მმართველები ვალდებულნი არიან ჰყავდეთ 15-კაციანი ძირითადი საბრძოლო რაზმი, რომელიც გამოიყენება თავდასხმისა და თავდაცვის დროს.
15.6.2. რეზერვი ქვეყანას უფლება აქვს ჰყავდეს შეუზღუდავი რაოდენობის რეზერვისტი. თუმცა ერთ კონკრეტულ ბრძოლაში უშუალოდ მონაწილე მებრძოლების რაოდენობა 15-ს არ უნდა აღემატებოდეს.
15.7. მძევლები და მოლაპარაკებები
15.7.1. მძევლის შემთხვევაში მოლაპარაკება თუ ერთ-ერთ მხარეს მოწინააღმდეგე ქვეყნის მოქალაქე მძევლად ჰყავს, მხარეები ვალდებულნი არიან დაიწყონ მოლაპარაკება ქალაქის ტერიტორიისგან მოშორებით. მოთხოვნა შეიძლება იყოს: გამოსასყიდი — მაქსიმუმ 500$; ან მძევლის გაცვლა 1:1 პრინციპით.
15.7.2. მოლაპარაკების ხელშეუხებლობა მოლაპარაკების მიმდინარეობისას აკრძალულია: მომლაპარაკებლის გატაცება; მომლაპარაკებლის მკვლელობა; მოლაპარაკების განზრახ ჩაშლა ძალადობრივი გზით.
15.7.3. წესის დარღვევა მოლაპარაკების დროს ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების განხორციელება ჩაითვლება სამხედრო წესების უხეშ დარღვევად.
15.8. დაჭრილი მოთამაშის Respawn
15.8.1. Respawn-ის გამოყენება თუ ბრძოლის დროს დაჭრილი მოთამაშე გაძარცვეს და „გალუთეს“ დრო სრულად გავიდა, მას უფლება აქვს გამოიყენოს Respawn.
15.8.2. ბრძოლის ტერიტორიაზე დაბრუნება Respawn-ის გამოყენების შემდეგ მოთამაშეს ეკრძალება იმავე საბრძოლო სიტუაციაში დაბრუნება.
15.8.3. მტკიცებულება Respawn-ის გამოყენების შემთხვევაში მოთამაშეს უნდა ჰქონდეს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ იგი გაძარცვეს და „გალუთეს“ დრო გავიდა.
დარღვევის შემთხვევაში სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.