საჩივარი ადმინისტრატორზე
საჩივარი ადმინისტრატორზე არის კონფიდენციალური და განიხილება მხოლოდ Lead Administrator-ის ან Owner-ის მიერ.
1. ადმინისტრატორის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებები
heading.anchorLabelადმინისტრატორის მიმართ ისეთი ბრალდებების გავრცელება, რომლებიც არ არის დადასტურებული ფაქტებით, აკრძალულია. ადმინისტრატორის შესაძლო დარღვევის მაგალითებია:
- ადმინისტრაციული ფუნქციების არასათანადოდ გამოყენება RP სიტუაციის დროს;
- Ticket-ის არასამართლიანი ან მიკერძოებული განხილვა;
- მოთამაშის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება;
- უფლებამოსილების გადამეტება;
- ადმინისტრაციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. თუ მოთამაშეს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ადმინისტრატორის მხრიდან დარღვევაზე, იგი ვალდებულია გახსნას Ticket კატეგორიაში „საჩივარი ადმინისტრატორზე” და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. აკრძალულია მსგავსი ბრალდებების სხვა მოთამაშეებთან განხილვა ან გავრცელება, სანამ საკითხი ოფიციალურად არ იქნება განხილული — როგორც ტექსტურ, ასევე ხმოვან არხებში. სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა 7 დღით. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში — სანქცია ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.
2. როგორ შევიტანოთ საჩივარი ადმინისტრატორზე?
heading.anchorLabelსაჩივრის წარსადგენად მოთამაშე ვალდებულია:
- წარმოადგინოს ადმინისტრატორის შესაძლო დარღვევის ამსახველი ვიდეომტკიცებულება;
- ვიდეომტკიცებულების ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმუმ 5 წუთი;
- საჩივარში მკაფიოდ აღწეროს დარღვევის გარემოებები და მიუთითოს შესაბამისი მტკიცებულება.
3. საჩივრის დადასტურება
heading.anchorLabelთუ საჩივარი განხილვის შედეგად დადასტურდა და დადგინდა, რომ ადმინისტრატორმა მართლაც დაარღვია უფლებამოსილების გამოყენების წესები:
- ადმინისტრატორი დატოვებს დაკავებულ პოზიციას
- ადმინისტრატორს დაედება 30-დღიანი ბანი. შენიშვნა: საბოლოო სანქცია განისაზღვრება ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.