Camping-ის წესები
1. Camping-ის მდებარეობა
heading.anchorLabelCamping-ის მთავარი დროშა უნდა განთავსდეს ქალაქის ტერიტორიიდან მინიმუმ 200 მეტრის დაშორებით.
2. გზების გადაკეტვა
heading.anchorLabelCamping უნდა განთავსდეს ისე, რომ არ მოხდეს გზის ან სხვა მნიშვნელოვანი გასასვლელის ჩაკეტვა და სხვა მოთამაშეებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლოთ.
3. მთავარი დროშის დაცვა
heading.anchorLabelაკრძალულია მთავარ დროშასთან ისეთი ობიექტის ან წინაღობის განთავსება, რომელიც ფიზიკურად ხელს უშლის მოთამაშეს დროშასთან ინტერაქციაში.
4. Camping-ის კემპერობა
heading.anchorLabelCamping-ის ტერიტორიასთან კემპერობა აკრძალულია მინიმუმ 150 მეტრის რადიუსში.
5. Camping-ის წევრების რაოდენობა
heading.anchorLabelერთ Camping-ში მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 8 მოთამაშეს.
6. სხვადასხვა რასის გაერთიანება
heading.anchorLabelდასაშვებია სხვადასხვა რასის მოთამაშეების ერთ Camping-ში გაერთიანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე არ არის სახელმწიფო ორგანიზაციის ან კრიმინალური რანჩოს შემადგენლობაში.
7. ერთობლივი კრიმინალური საქმიანობა
heading.anchorLabelCamping-ის წევრებს უფლება აქვთ, ერთად განახორციელონ კრიმინალური საქმიანობა.
8. Camping-ის გადატანა
heading.anchorLabelCamping-ის გადატანა დასაშვებია არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ.
9. Camping-ის აღება რეიდამდე
heading.anchorLabelაკრძალულია Camping-ის დროშის აღება ან მისი ხელში ჩაგდების მცდელობა რეიდის ოფიციალურად დაწყებამდე.
Camping-ის რეიდის წესები
heading.anchorLabel1. რეიდის დრო
heading.anchorLabelCamping-ის რეიდის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ შაბათ-კვირას, 12:00-დან 23:00 საათამდე.
2. ერთი Camping-ის რეიდების რაოდენობა
heading.anchorLabelერთი და იმავე Camping-ზე შაბათ-კვირის განმავლობაში ორი ან მეტი რეიდის ჩატარება აკრძალულია.
3. რეიდისთვის საჭირო მოთამაშეების რაოდენობა
heading.anchorLabelრეიდის დაწყება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამრეიდებელ Camping-ში იმყოფება მინიმუმ 3 მოთამაშე.
4. სახელმწიფო ორგანიზაციებისა და კრიმინალური რანჩოების რეიდი
heading.anchorLabelსახელმწიფო ორგანიზაციებსა და კრიმინალურ რანჩოებს Camping-ის რეიდის ჩატარება ეკრძალებათ.
5. სხვადასხვა კრიმინალური რანჩოს გაერთიანება
heading.anchorLabelსხვადასხვა კრიმინალური რანჩოს წევრებს ეკრძალებათ საერთო Camping-ის შექმნა ან ერთ Camping-ში გაერთიანება.
6. Camping-ის მიზანმიმართული დაზიანება
heading.anchorLabelაკრძალულია სხვა მოთამაშის Camping-ის არამიზნობრივი ან განზრახ დაზიანება, როდესაც აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს რეიდის ფარგლებში დასაშვებ მოქმედებას.
7. რეიდამდე თამაშიდან გასვლა
heading.anchorLabelაკრძალულია დასარეიდებელი Camping-ის დროშასთან წინასწარ მისვლა და თამაშიდან გასვლა რეიდის დაწყებამდე, რათა მოთამაშემ მოგვიანებით მიიღოს უპირატესობა. მაგალითი: თუ Camping-ის რეიდი დაგეგმილია შაბათს, პარასკევს მის დროშასთან მისვლა და თამაშიდან გათიშვა რეიდის მომზადების მიზნით აკრძალულია.
8. სერვერის Restart-ის პერიოდი
heading.anchorLabelCamping-ის რეიდის ჩატარება აკრძალულია სერვერის Restart-მდე და Restart-ის დასრულებიდან 1 საათის განმავლობაში.
9. რეიდის დროს დაჭრილი მოთამაშე
heading.anchorLabelრეიდის დროს დაშავებულ მოთამაშეს შეუძლია:
- დაელოდოს მიმდინარე სიტუაციის დასრულებას; ან
- 10 წუთის შემდეგ გამოიყენოს Respawn, მხოლოდ იმ პირობით, რომ Respawn-ის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში არ მიუახლოვდება იმ Camping-ს, რომელზეც რეიდი მიმდინარეობს.
10. Camping-ებს შორის ალიანსი
heading.anchorLabelაკრძალულია სხვადასხვა Camping-ს შორის ნებისმიერი სახის ალიანსის ან შეთანხმებული თანამშრომლობის შექმნა რეიდის დროს ან რეიდთან დაკავშირებით.
11. წარმატებული რეიდის შედეგი
heading.anchorLabelწარმატებული რეიდის დასრულების შემთხვევაში, რეიდის მონაწილე მოთამაშეებს უფლება აქვთ Camping-იდან აიღონ არსებული ნივთები.