🌟 Legends of 1899

11. პერსონაჟის მოკვლა ( CK )

11.1. CK-ის მოთხოვნის უფლება

თამაშის ანგარიშის შექმნიდან მოთამაშეს აქვს 50 თამაშის საათი, რათა გაეცნოს სერვერის ძირითად Game Mode-სა და თამაშის მექანიკას.

მოთამაშეზე CK-ის განხორციელება/დადასტურება 50 თამაშის საათის დაგროვებამდე დაუშვებელია, გარდა ადმინისტრაციის მიერ განსაკუთრებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებისა.

11.2. CK-ის დადასტურება

Character Kill (CK) ძალაში შედის მხოლოდ ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებისა და დამტკიცების შემდეგ.

მოთამაშეზე CK არ დადასტურდება, თუ იგი იმყოფება მიმდინარე RP პროცესში, რომელიც CK-ის მოთხოვნამდე უკვე დაწყებული იყო.

CK-ის პროცესი უნდა იყოს:

ლოგიკური;
RP-ზე დაფუძნებული;
შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული;
ადმინისტრაციასთან შეთანხმებული.
11.3. სიკვდილით დასჯა — ჩამოხრჩობა

თუ პერსონაჟს RP პროცესის შედეგად მიესაჯა სიკვდილით დასჯა, მისი პირველი აღსრულება უნდა განხორციელდეს ჩამოხრჩობის გზით.

თუ სიკვდილმისჯილი მოთამაშე გადარჩება ჩამოხრჩობის მცდელობის შემდეგ და კვლავ მოხვდება შესაბამის სიტუაციაში, მისი განმეორებითი სიკვდილით დასჯა უნდა განხორციელდეს ელექტრო სკამის გამოყენებით.

11.4. ჩამოხრჩობის დროს გადარჩენის მცდელობა

ჩამოხრჩობის პროცესის დროს სიკვდილმისჯილის გადარჩენის მცდელობის უფლება აქვთ მხოლოდ:

სიკვდილმისჯილის ოჯახის წევრებს;
მის მიერ დაქირავებულ პირებს.

დაქირავებული პირის გამოყენების შემთხვევაში სიკვდილმისჯილის ოჯახის წევრს უნდა ჰქონდეს ვიდეო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული პირის დაქირავებას.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

11.5. ელექტრო სკამით სიკვდილით დასჯა

თუ სიკვდილმისჯილის მეორე აღსრულება ელექტრო სკამის საშუალებით ხორციელდება, მისი გათავისუფლების ან გადარჩენის მცდელობა დასაშვებია მხოლოდ სიკვდილმისჯილის გადაყვანის პროცესში.

ელექტრო სკამთან მიყვანის შემდეგ სიკვდილმისჯილის გათავისუფლების ან გადარჩენის ნებისმიერი მცდელობა აკრძალულია.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

11.6. ჩამოხრჩობის თავდასხმის დასრულება

თუ ჩამოხრჩობის პროცესის დროს თავდამსხმელ მხარეს შერიფები დაამარცხებენ, სიკვდილმისჯილის აღსრულება იმავე დღეს ხელახლა განხორციელდება.

მეორე ჩამოხრჩობის დროს სიკვდილმისჯილის გადარჩენის ან გათავისუფლების მცდელობა აღარ არის დაშვებული.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ