🌟 Legends of 1899

3. პერსონაჟი

3.1. პერსონაჟის სახელი და გვარი

პერსონაჟის შექმნისას მოთამაშე ვალდებულია გამოიყენოს RP სამყაროსა და სერვერის ეპოქასთან შესაბამისი, რეალისტური სახელი და გვარი. პერსონაჟის სახელისა და გვარის არჩევისას აუცილებელია დაცული იყოს დადგენილი ფორმატი და სახელის RP-შესაბამისობა.

NonRP სახელად ან გვარად ჩაითვლება:

• სახელი ან გვარი, რომელიც არ იწყება დიდი ლათინური ასოთი;

• ცნობილი რეალური პიროვნების სახელისა და გვარის გამოყენება;

• ფილმის, სერიალის, მულტფილმის, თამაშის ან სხვა ცნობილი პერსონაჟის სახელისა და გვარის გამოყენება;

• შეურაცხმყოფელი, ვულგარული, პროვოკაციული ან უცენზურო სახელისა და გვარის გამოყენება;

• სახელის ან გვარის შემოკლებული, მეტსახელის ან ინიციალების სახით გამოყენება;

• არალათინური ასოების გამოყენება;

• ციფრების, სპეციალური სიმბოლოების, ნიშნების ან სხვა არალათინური ელემენტების გამოყენება;

• სახელისა და გვარის ისეთი კომბინაციის გამოყენება, რომელიც აშკარად არ შეესაბამება RP სამყაროს, პერსონაჟის კონცეფციას ან სერვერის ისტორიულ პერიოდს;

• სახელისა და გვარის საერთო სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 16 სიმბოლოს.

პერსონაჟის სახელისა და გვარის ცვლილების შემთხვევაში მოთამაშე ვალდებულია ახალი მონაცემები შესაბამისობაში მოიყვანოს სერვერის მოთხოვნებთან.

პერსონაჟის შექმნის შემდეგ მოთამაშე ვალდებულია RedM Launcher-ის Settings-ში მიუთითოს პერსონაჟის ზუსტი სახელი და გვარი იმავე ფორმით, რა ფორმითაც იგი თამაშშია მითითებული.

მოთამაშის სახელი და გვარი უნდა ემთხვეოდეს თამაშში არსებულ მონაცემებს და Launcher-ში მითითებულ ინფორმაციას.

⚠️ სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა პერსონაჟის სახელისა და გვარის წესების შესაბამისად შეცვლამდე.