🌟 Legends of 1899

თავი II — სასამართლოს შემადგენლობა და მოსამართლის სტატუსი

მუხლი 3. სასამართლოს შემადგენლობა

3.1. სასამართლო შედგება:

მოსამართლისგან;

სასამართლოს მდივნისგან, რომელიც ასრულებს მოსამართლის თანაშემწის ფუნქციას.

3.2. სასამართლოს მდივანი უზრუნველყოფს:

საქმეების რეგისტრაციასა და აღრიცხვას;

სასამართლო სხდომის ოქმის წარმოებას;

სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებასა და დაარქივებას;

მხარეთა ინფორმირებას სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ;

მოსამართლის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულებას.

3.3. მოსამართლეს ეკრძალება სასამართლო თანამდებობასთან ერთად ერთდროულად ეკავოს თანამდებობა:

აღმასრულებელ ხელისუფლებაში;

საკანონმდებლო ორგანოში;

სამართალდამცავ ან სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურაში.

3.4. მოსამართლე არ შეიძლება იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის, დაჯგუფების, ბანდის, ორგანიზაციის ან ბიზნესის აქტიური წევრი.

მუხლი 4. მოსამართლის დანიშვნა

4.1. მოსამართლეს ნიშნავს ელ კომენდანტე, კანონით დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად.

4.2. მოსამართლის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

იყოს სახელმწიფოს მოქალაქე;

ჰქონდეს სამართლებრივი განათლება ან იურიდიული საქმიანობის
მნიშვნელოვანი გამოცდილება;

ჰქონდეს უნაკლო რეპუტაცია;

არ ჰქონდეს ნასამართლეობა.

4.3. მოსამართლე ინიშნება უვადოდ, თუმცა მისი უფლებამოსილება შეიძლება ვადამდე შეწყდეს:

საკუთარი განცხადების საფუძველზე;

მძიმე დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით;
თუ იგი ვეღარ ახერხებს საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას.

4.4. მოსამართლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილება კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.

მუხლი 5. მოსამართლის უფლებამოსილებები

1. მოსამართლე უფლებამოსილია:

2. მიიღოს საქმე სასამართლო წარმოებაში;

3. განიხილოს სარჩელები, საჩივრები, შუამდგომლობები და ბრალდებები;

4. ჩაატაროს წინასასამართლო მოსმენები და სასამართლო სხდომები;

5. გამოსცეს განჩინებები და ორდერები, მათ შორის ჩხრეკის, დაკავებისა და რეიდის ორდერები;

6. გამოიტანოს სასამართლო გადაწყვეტილებები, განაჩენები და ვერდიქტები;

7. განმარტოს კანონი კონკრეტული საქმის განხილვის ფარგლებში;

8. გამოიყენოს კანონის ანალოგია და პრეცედენტი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

9. გააუქმოს უკანონო ადმინისტრაციული აქტი;

10. შეაჩეროს ადმინისტრაციული აქტის მოქმედება საქმის განხილვის პერიოდში;

11. დაავალოს მხარეებს მედიაციის პროცესში მონაწილეობა;

12. მოითხოვოს საქმისთვის აუცილებელი დამატებითი მტკიცებულებები;

13. დაადგინოს გირაოს ოდენობა;

14. გამოიძახოს და დაკითხოს მოწმეები;

კანონით დადგენილი საფუძვლებისა და პროცედურის შესაბამისად, გამოაცხადოს პირი ან ჯგუფი „კანონგარეშედ“.