6. ხმოვანი ჩატის გამოყენების წესები
6.1. OOC კომუნიკაცია
ხმოვან ჩატში OOC (Out of Character) კომუნიკაცია აკრძალულია.
მოთამაშე ვალდებულია ხმოვანი კომუნიკაციისას შეინარჩუნოს RP გარემო და ისაუბროს საკუთარი პერსონაჟის ფარგლებში.
სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
6.2. მიკროფონის გამოყენება
აკრძალულია გაუმართავი ან არასწორად კონფიგურირებული მიკროფონის გამოყენება, რომელიც იწვევს ზედმეტ ხმაურს, ხმის დამახინჯებას, ექოს ან სხვა აუდიო-ხარვეზს, რაც ხელს უშლის სხვა მოთამაშეებს თამაშის პროცესში.
მოთამაშე ვალდებულია უზრუნველყოს მიკროფონის გამართული მუშაობა.
სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
6.3. Voice Changer-ის გამოყენება
აკრძალულია ხმის შემცვლელი პროგრამების, ე.წ. Voice Changer-ის, გამოყენება პერსონაჟის ხმის ხელოვნურად შესაცვლელად.
გამონაკლისი: Voice Changer-ის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობით.
სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
6.4. მუსიკის ჩართვა
აკრძალულია დამხმარე პროგრამების ან სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მუსიკისა და სხვა აუდიოჩანაწერების ხმოვან ჩატში ჩართვა.
გამონაკლისი: მუსიკის შესრულება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე თამაშში იყენებს შესაბამის მუსიკალურ ინსტრუმენტს და ისმის მხოლოდ აღნიშნული ინსტრუმენტის ხმა.
მაგალითად: გიტარაზე შესრულებული მუსიკა.
სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
6.5. უცხო ენაზე საუბარი
სერვერის საჯარო ადგილებში უცხო ენაზე საუბარი აკრძალულია, თუ მისი გამოყენება არ არის გამართლებული მიმდინარე RP სიტუაციით.
გამონაკლისი: უცხო ენაზე საუბარი დასაშვებია საკუთარი რანჩოს ტერიტორიაზე.
სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.