🌟 Legends of 1899

თავი VI — სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები

მუხლი 78 — კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა

სახელმწიფო კანონის რომელიმე მუხლის საფუძველზე კანონის წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ისჯება 15 თვით თავისუფლების აღკვეთით.

ჯარიმა: შერიფის შეხედულებისამებრ, შესაძლებელია $50-მდე ჯარიმის დაკისრება.

მუხლი 79 — ცრუ ჩვენების მიცემა

ცრუ ჩვენების მიცემა ისჯება 20 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 80 — გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი

მოწმის, დაზარალებულის ან ეჭვმიტანილის მიერ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ჩვენების მიცემაზე უარი ისჯება 30 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 81 — საჯარო მოსამსახურის მიერ ჩვენების მიცემაზე უარი

საჯარო მოსამსახურის მიერ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ჩვენების მიცემაზე უარი ისჯება:

თანამდებობიდან გათავისუფლებით;
40 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 82 — საჯარო მოსამსახურის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა

საჯარო მოსამსახურის მიერ ცრუ ჩვენების მიცემა ისჯება:

თანამდებობიდან გათავისუფლებით;
საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით;
40 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 83 — დაუმორჩილებლობა და დევნა

სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და მისგან გაქცევა ისჯება 25 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 84 — ციხეზე თავდასხმა

ციხეზე თავდასხმა ისჯება 40 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 85 — ქალაქზე თავდასხმა

ქალაქზე თავდასხმა ისჯება 50 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 86 — კანონგარეშე სტატუსი (Outlaw)

პუნქტი 1.
ნებისმიერი ჯგუფის მიერ კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, გენერალურ პროკურორს ან გუბერნატორს, სენატის ნებართვის საფუძველზე, უფლება აქვს გარკვეული ვადით გამოაცხადოს აღნიშნული ჯგუფი „კანონგარეშედ“ (Outlaw).

პუნქტი 2.
კანონგარეშედ გამოცხადებულ ჯგუფთან ნებისმიერი სავაჭრო ან სოციალური ურთიერთობა უკანონოდ ითვლება და ისჯება 20 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 87 — სასამართლოს უპატივცემულობა

სასამართლოს უპატივცემულობა, მათ შორის სასამართლო პროცესის მონაწილეთა შეურაცხყოფა, ისჯება $100 ოდენობის ჯარიმით.

მუხლი 88 — სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობა

სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის მოსამართლის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელობა ისჯება 30 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 89 — სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა

სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულების დადგენილი ვადის უგულებელყოფა ისჯება $300 ოდენობის ჯარიმით.

მუხლი 90 — სასამართლოს ჯარიმის განმეორებით გადაუხდელობა

სასამართლოს მიერ დაწესებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში მოქალაქე ისჯება 30 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 91 — კანონგარეშე სტატუსის მოხსნა

პუნქტი 1.
ჯგუფისთვის „კანონგარეშე“ სტატუსის მოხსნის მიზნით ჯგუფმა 4 დღის განმავლობაში არ უნდა ჩაიდინოს რაიმე უკანონო ქმედება.

პუნქტი 2.
თუ ჯგუფი აღნიშნულ პერიოდში ჩაიდენს უკანონო ქმედებას, დროის ათვლა განახლდება. აღნიშნული ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 7 დღეს.

მუხლი 92 — სახელმწიფო ქონების უკანონოდ შეძენა და გამოყენება

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ქონების ან რესურსების უკანონოდ ჩამორთმევა ან გამოყენება, მათ შორის სახელმწიფოს წინაშე ფინანსური ვალდებულებების თავიდან აცილების ან უკანონო გამდიდრების მიზნით, ისჯება 50 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 93 — ღალატი შეერთებული შტატების წინააღმდეგ

სახელმწიფო ღალატად ითვლება, მათ შორის:

ჯაშუშობა;
ღალატში თანამონაწილეობა;
ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა;
სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები;
კანონიერად არჩეული ხელისუფლების ან სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებზე თავდასხმა.

აღნიშნული ქმედებები, პირის სტატუსის მიუხედავად — იქნება იგი საჯარო მოსამსახურე თუ სამოქალაქო პირი — ისჯება სიკვდილით დასჯით.

ასეთ ქმედებებს ასევე მიეკუთვნება დივერსია, სამთავრობო უწყებებში მიზანმიმართული უთანხმოების შექმნა და სხვა უკანონო ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

მუხლი 94 — ხელისუფლების წარმომადგენლად თავის გასაღება

პირი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, მაგრამ საჯარო სიტუაციებში ან მოქალაქეებთან ურთიერთობისას თავს ხელისუფლების წარმომადგენლად ასაღებს, ექვემდებარება კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას.

აღნიშნული მოიცავს ოფიციალური წოდებების, სიმბოლოების ან სხვა ატრიბუტიკის გამოყენებას, რომელმაც შესაძლოა სხვა პირები შეცდომაში შეიყვანოს მისი რეალური სტატუსის შესახებ.

სასჯელი: 50 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მუხლი 95 — სახელმწიფო უწყების დისკრედიტაცია

ნებისმიერი საჯარო არაობიექტური განცხადება, რომელიც მიმართულია სახელმწიფო უწყების საქმიანობის დისკრედიტაციისკენ, ისჯება 15 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 96 — თანამდებობის პირის მოსყიდვა

პირი, რომელიც სახელმწიფო თანამშრომელს სთავაზობს ფულს, სხვა მატერიალურ რესურსს ან მომსახურებას გარკვეული ქმედების განხორციელების ან უმოქმედობის სანაცვლოდ, ექვემდებარება დაუყოვნებლივ დაკავებას და შემდგომ ისჯება 30 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 97 — მტკიცებულებათა განადგურება

პირის მიერ ისეთი ნივთის განადგურება, რომელიც ეჭვმიტანილს აკავშირებს სახელმწიფო კანონმდებლობის დარღვევასთან, დაკავების ან დაპატიმრების დროს ან მის შემდეგ, ისჯება 40 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 98 — თანამდებობის პირის მიერ მტკიცებულებათა განადგურება

დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამდებობის პირის მიერ მტკიცებულებების განადგურება ისჯება:

60 თვით თავისუფლების აღკვეთით;
გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით.

მუხლი 99 — საჯარო მოხელის საქმიანობაში ხელის შეშლა

საჯარო მოსამსახურის ყურადღების განზრახ გადატანა ან მისი საქმიანობის შეფერხება ნებისმიერი სახის მანიპულაციის გზით ისჯება 20 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 100 — საჯარო მოხელის ფიზიკური შეფერხება

საჯარო მოხელის ფიზიკური შეფერხება მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ისჯება 25 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 101 — ქრთამის შეთავაზება

ქრთამის შეთავაზება ისჯება 10 თვით თავისუფლების აღკვეთით.

მუხლი 102 — ყოფილი სახელმწიფო თანამშრომლის პასუხისმგებლობა

პირი, რომელიც წარსულში მსახურობდა სახელმწიფო სტრუქტურაში — მათ შორის შერიფის ოფისში, რეინჯერებში, სამხედრო ძალებში, სამედიცინო სამსახურში ან სხვა სახელმწიფო უწყებაში — ვალდებულია შეინარჩუნოს ეთიკური და კანონმორჩილი ქცევა მოქმედი სახელმწიფო თანამშრომლების მიმართ.

ნებისმიერი მტრული, ძალადობრივი ან წინააღმდეგობრივი ქმედება მოქმედ თანამშრომელთან მიმართებით, რომელიც წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, მათ შორის მუქარა, თავდასხმა, ქურდობა, საბოტაჟი და სხვა მსგავსი ქმედება, იწვევს უმაღლეს სასჯელს — სიკვდილით დასჯას.

წინამდებარე წესი ვრცელდება ყველა ყოფილ სახელმწიფო თანამშრომელზე და მიზნად ისახავს სახელმწიფოს უსაფრთხოების, სტაბილურობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემის უზრუნველყოფას.