🌟 Legends of 1899

თავი XII — სააპელაციო წარმოება

მუხლი 24. სააპელაციო საჩივარი

24.1. მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მისი გამოტანიდან 7 დღის ვადაში.

24.2. სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მითითებას;
2. გასაჩივრების საფუძვლებს;
3. სააპელაციო სასამართლოს მიმართ მოთხოვნის არსს.

24.3. სააპელაციო საჩივარს განიხილავს სააპელაციო კოლეგია, რომელიც შედგება 3 მოსამართლისგან. თუ შტატში საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები არ არიან, კოლეგიის შემადგენლობაში შეიძლება დროებით დაინიშნონ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი პირები.

24.4. სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადაა 7 დღე. სააპელაციო კოლეგიის გადაწყვეტილება საბოლოოა.

მუხლი 25. სააპელაციო განხილვის შედეგები

25.1. სააპელაციო ინსტანცია უფლებამოსილია:

დატოვოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში;
შეცვალოს გადაწყვეტილება, მათ შორის შეუმსუბუქოს ან გაუზარდოს სასჯელი;
მთლიანად გააუქმოს გადაწყვეტილება;
გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნოს შესაბამის სასამართლოს.

25.2. განაჩენის გაუქმების შემთხვევაში, თუ არ არსებობს პირის შემდგომი პატიმრობის სხვა სამართლებრივი საფუძველი, მსჯავრდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.