🌟 Legends of 1899

Legends of 1899 — სერვერის წესები და რეგულაციები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Legends of 1899-ში.

ამ განყოფილებაში გაეცნობით სერვერის მოქმედ წესებს, რეგულაციებსა და მნიშვნელოვან მოთხოვნებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია თითოეული მოთამაშისთვის.

წესები შექმნილია იმისთვის, რომ სერვერზე შენარჩუნდეს სამართლიანი თამაში, რეალისტური RolePlay, მეგობრული გარემო და ყველა მოთამაშისთვის თანაბარი პირობები.

თითოეული მოთამაშე ვალდებულია თამაშის დაწყებამდე გაეცნოს შესაბამის წესებს და დაიცვას ისინი სერვერზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

წესების არცოდნა არ ათავისუფლებს მოთამაშეს პასუხისმგებლობისგან.

გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ყველა რეგულაციას და დაიცვათ მათი მოთხოვნები.