🌟 Legends of 1899

4. სასამართლოს იურისდიქცია

სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს:

4.1. სისხლის სამართლის საქმეები

სისხლის სამართლის ფარგლებში განხილული იქნება დანაშაულთან, ბრალდებასთან, დაკავებასთან და შესაბამის სასჯელთან დაკავშირებული საქმეები.

4.2. ადმინისტრაციული საქმეები

სასამართლო განიხილავს სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო მოხელეებისა და ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების კანონიერებასთან დაკავშირებულ დავებს.

4.3. კანონების განმარტება

სასამართლოს უფლება აქვს განმარტოს მოქმედი კანონები იმ შემთხვევებში, როდესაც მათი გამოყენება კონკრეტულ სიტუაციაში ბუნდოვანია ან კანონი პირდაპირ არ არეგულირებს საკითხს.

სასამართლოს განმარტება უნდა ეფუძნებოდეს მოქმედ კანონმდებლობას, საქმის გარემოებებსა და სერვერის RP ლოგიკას.