Camping-ის წესები
1. Camping-ის მდებარეობა
Camping-ის მთავარი დროშა უნდა განთავსდეს ქალაქის ტერიტორიიდან მინიმუმ 200 მეტრის დაშორებით.
2. გზების გადაკეტვა
Camping უნდა განთავსდეს ისე, რომ არ მოხდეს გზის ან სხვა მნიშვნელოვანი გასასვლელის ჩაკეტვა და სხვა მოთამაშეებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლოთ.
3. მთავარი დროშის დაცვა
აკრძალულია მთავარ დროშასთან ისეთი ობიექტის ან წინაღობის განთავსება, რომელიც ფიზიკურად ხელს უშლის მოთამაშეს დროშასთან ინტერაქციაში.
4. Camping-ის კემპერობა
Camping-ის ტერიტორიასთან კემპერობა აკრძალულია მინიმუმ 150 მეტრის რადიუსში.
5. Camping-ის წევრების რაოდენობა
ერთ Camping-ში მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 8 მოთამაშეს.
6. სხვადასხვა რასის გაერთიანება
დასაშვებია სხვადასხვა რასის მოთამაშეების ერთ Camping-ში გაერთიანება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე არ არის სახელმწიფო ორგანიზაციის ან კრიმინალური რანჩოს შემადგენლობაში.
7. ერთობლივი კრიმინალური საქმიანობა
Camping-ის წევრებს უფლება აქვთ, ერთად განახორციელონ კრიმინალური საქმიანობა.
8. Camping-ის გადატანა
Camping-ის გადატანა დასაშვებია არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ.
9. Camping-ის აღება რეიდამდე
აკრძალულია Camping-ის დროშის აღება ან მისი ხელში ჩაგდების მცდელობა რეიდის ოფიციალურად დაწყებამდე.
⚔️ Camping-ის რეიდის წესები
1. რეიდის დრო
Camping-ის რეიდის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ შაბათ-კვირას, 12:00-დან 23:00 საათამდე.
2. ერთი Camping-ის რეიდების რაოდენობა
ერთი და იმავე Camping-ზე შაბათ-კვირის განმავლობაში ორი ან მეტი რეიდის ჩატარება აკრძალულია.
3. რეიდისთვის საჭირო მოთამაშეების რაოდენობა
რეიდის დაწყება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამრეიდებელ Camping-ში იმყოფება მინიმუმ 3 მოთამაშე.
4. სახელმწიფო ორგანიზაციებისა და კრიმინალური რანჩოების რეიდი
სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კრიმინალურ რანჩოებს Camping-ის რეიდის ჩატარება ეკრძალებათ.
5. სხვადასხვა კრიმინალური რანჩოს გაერთიანება
სხვადასხვა კრიმინალური რანჩოს წევრებს ეკრძალებათ საერთო Camping-ის შექმნა ან ერთ Camping-ში გაერთიანება.
6. Camping-ის მიზანმიმართული დაზიანება
აკრძალულია სხვა მოთამაშის Camping-ის არამიზნობრივი ან განზრახ დაზიანება, როდესაც აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს რეიდის ფარგლებში დასაშვებ მოქმედებას.
7. რეიდამდე თამაშიდან გასვლა
აკრძალულია დასარეიდებელი Camping-ის დროშასთან წინასწარ მისვლა და თამაშიდან გასვლა რეიდის დაწყებამდე, რათა მოთამაშემ მოგვიანებით მიიღოს უპირატესობა.
მაგალითი: თუ Camping-ის რეიდი დაგეგმილია შაბათს, პარასკევს მის დროშასთან მისვლა და თამაშიდან გათიშვა რეიდის მომზადების მიზნით აკრძალულია.
8. სერვერის Restart-ის პერიოდი
Camping-ის რეიდის ჩატარება აკრძალულია სერვერის Restart-მდე და Restart-ის დასრულებიდან 1 საათის განმავლობაში.
9. რეიდის დროს დაჭრილი მოთამაშე
რეიდის დროს დაშავებულ მოთამაშეს შეუძლია:
დაელოდოს მიმდინარე სიტუაციის დასრულებას; ან
10 წუთის შემდეგ გამოიყენოს Respawn, მხოლოდ იმ პირობით, რომ Respawn-ის შემდეგ 30 წუთის განმავლობაში არ მიუახლოვდება იმ Camping-ს, რომელზეც რეიდი მიმდინარეობს.
10. Camping-ებს შორის ალიანსი
აკრძალულია სხვადასხვა Camping-ს შორის ნებისმიერი სახის ალიანსის ან შეთანხმებული თანამშრომლობის შექმნა რეიდის დროს ან რეიდთან დაკავშირებით.
11. წარმატებული რეიდის შედეგი
წარმატებული რეიდის დასრულების შემთხვევაში, რეიდის მონაწილე მოთამაშეებს უფლება აქვთ Camping-იდან აიღონ არსებული ნივთები.
⚠️ სასჯელი
თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.