თავი IV — მხარეთა უფლებები და წარმომადგენლობა
მუხლი 7. ბრალდებულის უფლებები
ბრალდებულს უფლება აქვს:
1. იცოდეს მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების არსი, არსებული მტკიცებულებები და მოწმეთა ვინაობა;
2. ჰყავდეს ადვოკატი, დამცველი ან წარმომადგენელი, რომელიც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დაიცავს მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს;
3. წარადგინოს საკუთარი მტკიცებულებები და შუამდგომლობები;
4. საკუთარი სურვილით მისცეს ჩვენება ან ისარგებლოს დუმილის უფლებით. დუმილის გამოყენება არ ჩაითვლება ბრალის აღიარებად;
5. დაკითხოს ბრალდების მოწმეები და მოითხოვოს მათი სასამართლოში გამოძახება;
6. გაეცნოს საქმის მასალებსა და მის წინააღმდეგ წარმოდგენილ მტკიცებულებებს;
7. გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები კანონით დადგენილი წესით;
8. ისარგებლოს თარჯიმნის დახმარებით, თუ არ ფლობს საქმის წარმოების ენას;
9. მოითხოვოს მის სასარგებლოდ არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა;
10. ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.