🌟 Legends of 1899

თავი 7. სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულები

მუხლი 7.1 — სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება

პუნქტი 1. თანამდებობის პირის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც აშკარად სცილდება მისთვის მინიჭებულ სამსახურებრივ უფლებამოსილებებს და იწვევს მოქალაქის, ორგანიზაციის, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების მნიშვნელოვან დარღვევას, წარმოადგენს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.

სასჯელი:

მკაცრი საყვედური;

სამსახურიდან გათავისუფლება;

სახელმწიფო სტრუქტურების შავ სიაში შეყვანა.

სასჯელის სახე განისაზღვრება ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და მისი შედეგების გათვალისწინებით.

პუნქტი 2. თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის განზრახ ბოროტად გამოყენება პირადი გამორჩენის, უკანონო სარგებლის მიღების ან სხვა პირადი მიზნების მისაღწევად წარმოადგენს დამამძიმებელ სამსახურებრივ დანაშაულს.

ასეთი ქმედება განსაკუთრებით მძიმედ ითვლება, თუ მას შედეგად მოჰყვა:

სახელმწიფოს ან მოქალაქის ინტერესების მნიშვნელოვანი დაზიანება;
მძიმე მატერიალური ზიანი;
მოქალაქის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის მძიმე საფრთხის შექმნა.

სასჯელი: საქმის სიმძიმის შესაბამისად — სამსახურიდან გათავისუფლება, შავ სიაში შეყვანა და თავისუფლების აღკვეთა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

მუხლი 7.2 — თანამდებობის პირის მიერ ქრთამის მიღება

თანამდებობის პირის მიერ პირადად ან შუამავლის მეშვეობით ფულის, მატერიალური ფასეულობის, ქონების ან სხვა სარგებლის მიღება, სამსახურებრივი მოქმედების ან უმოქმედობის სანაცვლოდ, წარმოადგენს ქრთამის მიღებას.

სასჯელი:

თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება;

სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა;

შავ სიაში შეყვანა;

თავისუფლების აღკვეთა 50 თვის ვადით.

თუ ქრთამის მიღებას თან ახლავს განსაკუთრებით მძიმე შედეგები ან სახელმწიფოს ინტერესების მნიშვნელოვანი დაზიანება, სასჯელი შეიძლება განისაზღვროს სხვა შესაბამისი მუხლების დამატებით.

მუხლი 7.3 — სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაუდევრობა

პუნქტი 1. თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა, არასათანადოდ შესრულება ან აშკარა დაუდევრობა, რამაც გამოიწვია მოქალაქის ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების მნიშვნელოვანი დარღვევა, წარმოადგენს სამსახურებრივ დაუდევრობას.

სასჯელი:

მკაცრი საყვედური;

სამსახურიდან გათავისუფლება;

სახელმწიფო სტრუქტურების შავ სიაში შეყვანა.

პუნქტი 2. თუ თანამდებობის პირის დაუდევრობამ ან სამსახურებრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულებამ გამოიწვია მოქალაქის სიკვდილი ან ჯანმრთელობისთვის მძიმე ზიანის მიყენება, პასუხისმგებლობა განისაზღვრება ჩადენილი ქმედებისა და დამდგარი შედეგის სიმძიმის შესაბამისად.

სასჯელი:

სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება;

სახელმწიფო სტრუქტურების შავ სიაში შეყვანა;

თავისუფლების აღკვეთა 60 თვის ვადით.

მუხლი 7.4 — სამსახურებრივი უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება

თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო რესურსის, უფლებამოსილების, ფორმის, იარაღის ან სხვა სამსახურებრივი შესაძლებლობის პირადი ინტერესებისთვის გამოყენება, თუ ქმედება არ შეიცავს სხვა უფრო მძიმე დანაშაულის ნიშნებს, წარმოადგენს სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას.

სასჯელი:

მკაცრი საყვედური;
სამსახურიდან გათავისუფლება;
შავ სიაში შეყვანა;

ქმედების სიმძიმის მიხედვით — დამატებითი პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.