🌟 Legends of 1899

3. ვაპიტის ტომის და კლანის სისტემის წესები

3.1. რეზერვაციის ტერიტორია

ინდიელთა რეზერვაციის ტერიტორია მოიცავს Grizzlies East რეგიონის სრულ ტერიტორიას.

3.2. რეზერვაციაში რეგისტრაცია

რეზერვაციაში ცხოვრების უფლება აქვს მხოლოდ მოთამაშეს, რომლის პერსონაჟიც ინდიელია და შეესაბამება სერვერის შესაბამის RP წესებს.

3.3. ტომის სტატუსი

რეზერვაციის ტერიტორიაზე მცხოვრებ ინდიელს შეუძლია:

შეუერთდეს უკვე არსებულ ტომს;
შექმნას ახალი ტომი;
იცხოვროს ტომის გარეშე, როგორც მარტოხელა ინდიელმა.

3.4. ახალი ტომის შექმნა

ახალი ტომის შესაქმნელად აუცილებელია:

მინიმუმ 5 აქტიური წევრი;
ტომის სახელი და ისტორია;
ტომის ლიდერის განსაზღვრა;
ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობა.

3.5. ტომში გაწევრიანება

ინდიელს უფლება აქვს შეუერთდეს მისთვის სასურველ ტომს ან დარჩეს თავისუფალ ინდიელად.

ტომს უფლება აქვს საკუთარი RP წესებიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, წევრებს დაუწესოს გარკვეული შეზღუდვები, თუ აღნიშნული შეზღუდვები ლოგიკურია და არ ეწინააღმდეგება სერვერის ძირითად წესებს.

3.6. ცხოვრების წესი და ტრადიციები

რეზერვაციაში მცხოვრები ინდიელები და ტომები ვალდებულნი არიან დაიცვან თავიანთი პერსონაჟის ისტორია, კულტურა, ტრადიციები და შესაბამისი RP ლორი.

ტომის ცხოვრების წესი უნდა შეესაბამებოდეს სერვერის სამყაროსა და ეპოქას.

3.7. ტომთა საბჭო

რეზერვაციაში მოქმედ ტომებს უფლება აქვთ შექმნან ტომთა საბჭო, სადაც განიხილება რეზერვაციის საერთო საკითხები.

თითოეულ ტომს საბჭოში აქვს ერთი ხმა, მიუხედავად ტომის წევრთა რაოდენობისა.

შენიშვნა: აღნიშნული წესი ვრცელდება მხოლოდ რეზერვაციის ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებზე.

3.8. ტომებს შორის კონფლიქტი

ტომებს შორის კონფლიქტი და მტრობა აკრძალული არ არის, მათ შორის შესაძლებელია ომის გამოცხადებაც.

ომის ან ფართომასშტაბიანი დაპირისპირების დაწყებას უნდა ჰქონდეს საკმარისი RP საფუძველი და ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობა.

სასჯელი: აღნიშნული წესების დარღვევისთვის სანქცია განისაზღვრება ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.