თავი XI — ადმინისტრაციული და დისციპლინური პასუხისმგებლობა
მუხლი 23. დისციპლინური და ფინანსური პასუხისმგებლობა
23.1. გუბერნატორს უფლება აქვს დააყენოს სახელმწიფო მოხელის დისციპლინური ან ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი.
23.2. შესაბამისი სანქციის კანონიერებას ამოწმებს სასამართლო.
23.3. სახელმწიფო მოხელეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური სანქცია, უფლება აქვს გაასაჩივროს იგი სასამართლოში.