🌟 Legends of 1899

6. ტომის ტიპიზაცია

6.1. რეზერვაციული ტომი

რეზერვაციულ ტომად ითვლება ტომი, რომელიც ოფიციალურად ცხოვრობს ინდიელთა რეზერვაციის ტერიტორიაზე.

რეზერვაციული ტომი:

ექვემდებარება რეზერვაციაში მოქმედ წესებსა და გადაწყვეტილებებს;
უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ტომთა საბჭოში;
ვალდებულია დაიცვას რეზერვაციის ტრადიციები და RP ლორი;
უფლებამოსილია გამოიყენოს რეზერვაციის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სერვერის სხვა წესებს.

6.2. გარე ტომი

გარე ტომად ითვლება ტომი, რომელიც რეზერვაციის ტერიტორიის გარეთ, ველურ ტერიტორიებზე ცხოვრობს.

გარე ტომი:

არ ექვემდებარება რეზერვაციის შიდა მართვას;
უფლებამოსილია საკუთარი ტომის შიდა წესები განსაზღვროს, ადმინისტრაციის თანხმობით;
რეზერვაციის ბუნებრივ რესურსებზე არ ფლობს განსაკუთრებულ უფლებებს და მათ გამოყენებაზე ვრცელდება საერთო სერვერული წესები.

6.3. რეზერვაციულ და გარე ტომებს შორის ურთიერთობა

რეზერვაციულ და გარე ტომებს შორის ვაჭრობა და სხვა მშვიდობიანი ურთიერთობა ნებადართულია, თუ აღნიშნული მოქმედება შეესაბამება RP-სა და სერვერის სხვა წესებს.

6.4. ტომის სტატუსის შეცვლა

ტომს უფლება აქვს ადმინისტრაციას მიმართოს და მოითხოვოს საკუთარი სტატუსის შეცვლა — რეზერვაციული ტომიდან გარე ტომად ან გარე ტომიდან რეზერვაციულ ტომად.

სტატუსის ცვლილება დასაშვებია მხოლოდ ადმინისტრაციის თანხმობის შემდეგ.

გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაცია ითვალისწინებს ტომის მიერ განხორციელებულ IC პროცესს, მის ისტორიას, განვითარების ლოგიკასა და RP ხარისხს.

რეზერვაციული სტატუსის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციას უფლება აქვს დამატებით გაითვალისწინოს რეზერვაციაში არსებული ტომების პოზიცია და მათთან ჩატარებული IC პროცესი.