🌟 Legends of 1899

9. ზოგადი RP წესები

9.1. ამორალური ქმედებები

სერვერზე აკრძალულია ნებისმიერი ამორალური ხასიათის ქმედება, მათ შორის:

გამონაკლისები:

პერსონაჟის კიდურების მოკვეთაზე წესი არ ვრცელდება რესურსის მოპოვების ადგილებში

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.2. კრიმინალური საქმიანობა

აკრძალულია ძარცვის, გატაცების ან სხვა სახის კრიმინალური საქმიანობის განხორციელება, თუ მოთამაშე არ არის კრიმინალური რანჩოს წევრი.

შენიშვნა: ფრაქციის წევრს ეკრძალება კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობა ისეთ მოთამაშესთან ერთად, რომელიც არ არის მისი ფრაქციის წევრი ან არ იმყოფება მასთან ოფიციალურ ალიანსში.

გამონაკლისები:

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.3. სერვერის Restart-ის პერიოდი

აკრძალულია ნებისმიერი კრიმინალური აქტივობის ან RP სიტუაციის დაწყება:

• სერვერის Restart-მდე 15 წუთის განმავლობაში;

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.4. /sendhelp-ის გამოყენება

აკრძალულია /sendhelp ბრძანების გამოყენება მიმდინარე RP სიტუაციის დასრულებამდე.

გამონაკლისი: თუ სიტუაციის დაწყებიდან 10 წუთი გავიდა და RP პროცესი დასრულებულია, მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს /sendhelp.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.5. ნიღბიანი პერსონაჟის ამოცნობა

აკრძალულია ნიღბიანი პერსონაჟის ვინაობის მხოლოდ ხმით დადგენა.

თუმცა, თუ პიროვნებამ დანაშაული ჩაიდინა და შემდგომ კვლავ იგივე ან აშკარად იდენტიფიცირებადი ტანსაცმლითა და ვიზუალური ნიშნებით გადაადგილდება, დაზარალებულ მოთამაშეს შეუძლია მისი ამოცნობა შესაბამისი RP საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

ამოცნობის საფუძვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი ვიზუალური ნიშნები, რომლებიც ნიღბით არ იფარება, მაგალითად:

• ტატუ;

• თმის ვარცხნილობა;

• უნიკალური ტანსაცმელი;

• სხვა თვალსაჩინო და პერსონაჟისთვის დამახასიათებელი ნიშნები.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.6. RP სიტუაციის დასრულება დაჭრის/გაცოცხლების შემდეგ

მას შემდეგ, რაც მოთამაშე:

• Respawn-ის საშუალებით გაცოცხლდება; ან

• ექიმის დახმარებით გაცოცხლდება,

მისი მიმდინარე RP სიტუაცია დასრულებულად ითვლება.

გამონაკლისი: თუ პერსონაჟი სახელმწიფო სტრუქტურასთან სროლის შედეგად დაიჭრა, იგი ვალდებულია დაელოდოს მიმდინარე სიტუაციის დასრულებას და ექიმის მოსვლას.

თუ შესაბამის ტერიტორიაზე ექიმი არ იმყოფება, მოთამაშეს შეუძლია გამოიყენოს დაშვებული რეანიმაციის ფუნქცია.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.7. დაჭრილი პერსონაჟის თავის დაზიანება

აკრძალულია დანოკილი/დაჭრილი პერსონაჟისთვის განზრახ თავში სროლა ან თავის „გახეთქვა“.

ეს წესი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაზე, როდესაც მოთამაშე განზრახ ესვრის უკვე დაჭრილ პერსონაჟს თავში.

თუ ჩვეულებრივი სროლის შედეგად პერსონაჟი შემთხვევით დაიღუპა და თავის დაზიანება მოხდა, აღნიშნული დარღვევად არ ჩაითვლება.

გამონაკლისი: ეს წესი არ ვრცელდება რესურსის მოპოვების ადგილებში სადაც მოთამაშე ვალდებულია გაკეთოს Respawn

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.8. შერიფისთვის ცრუ სახელის/გვარის მითითება

აკრძალულია შერიფისთვის სახელის ან გვარის განზრახ არასწორად მითითება, როდესაც მოთამაშეს ციხეში ათავსებენ.

სხვა RP სიტუაციებში სახელის დამალვა ან ცრუ ინფორმაციის მიწოდება დასაშვებია შესაბამისი RP საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.9. ძარცვის შემდეგ შურისძიება

თუ მოთამაშე სხვა მოთამაშემ გაძარცვა, მას უფლება აქვს განახორციელოს შურისძიება, თუმცა ეს უნდა მოხდეს შესაბამისი RP მიზეზითა და ინტერაქციის დაცვით.

აკრძალულია ძარცვის ფაქტის გამო მოთამაშის ინტერაქციის გარეშე პირდაპირ მოკვლა.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.10. მოქალაქეობის შეცვლა

მოთამაშეს უფლება აქვს შეიცვალოს საკუთარი პერსონაჟის მოქალაქეობა, თუმცა პროცესი უნდა განხორციელდეს სრულფასოვანი RP-ის ფარგლებში.

მოქალაქეობის შეცვლისთვის აუცილებელია:

პროცესი განხორციელდეს RP გზით;

ცვლილება წინასწარ დაამტკიცოს ადმინისტრაციამ;

ადმინისტრაციას წარედგინოს შესაბამისი RP პროცესის ჩანაწერები;

RP პროცესი იყოს ლოგიკური და საკმარისად ხანგრძლივი — მოქალაქეობის

შეცვლა არ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ 1–2 დღის განმავლობაში;

ინდიელი ვერ გახდება სხვა ქვეყნის მოქალაქე და სხვა ქვეყნის მოქალაქე ვერ გახდება ინდიელი, თუ სერვერის შესაბამისი წესები სხვაგვარად არ განსაზღვრავს.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.11. ციხიდან გაქცევა

აკრძალულია ციხიდან ცხენით გაცურვა ან მსგავსი არარეალისტური გზით გაქცევა, რომელიც არ შეესაბამება თამაშის ლოგიკას.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.12. არასათანადო წამოძახილები IC სიტუაციაში

IC სიტუაციის დროს აკრძალულია ისეთი წამოძახილების გამოყენება, რომლებიც არ შეესაბამება RolePlay-ის სამყაროს და უფრო დამახასიათებელია Mil-Sim/FPS Shooter ტიპის თამაშებისთვის.

მაგალითად:

• „მინუს 1“;

• „მინუს 2“;

• „შეჭამეთ“;

• მსგავსი არათემატური ფრაზები.

მოთამაშემ კომუნიკაცია უნდა შეინარჩუნოს შესაბამისი RP ატმოსფეროსა და პერსონაჟის როლის ფარგლებში.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.13. კრიმინალურ/სახელმწიფო აქტივობაში მონაწილეთა რაოდენობა

კრიმინალურ ან სახელმწიფო აქტივობაში, რომელიც დაკავშირებულია ხელჩართულ ბრძოლასთან ან შეიარაღებულ დაპირისპირებასთან, ერთ კონკრეტულ სიტუაციაში მონაწილე მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 10 მოთამაშეს თითოეული მხრიდან.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.14. Pinboard-ის გამოყენება

აკრძალულია თამაშში Pinboard-ზე სხვა ენაზე ინფორმაციის განთავსება.

Pinboard-ზე განთავსებული ნებისმიერი განცხადება ან ფურცელი უნდა იყოს შესრულებული ქართულ ენაზე.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.15. გათიშული მოთამაშის მიმართ უხამსი ქმედებები

აკრძალულია თამაშიდან გათიშული მოთამაშის მიმართ ნებისმიერი სახის უხამსი, შეურაცხმყოფელი ან მიზანმიმართულად დამამცირებელი ქმედების/წამოძახების განხორციელება.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.16. CK-ის შემდეგ ძველი პერსონაჟის გაგრძელება

CK-ის მიღების შემდეგ პერსონაჟი ითვლება სრულად გარდაცვლილად.

მისი:

• ისტორია;

• იდენტობა;

• წარსული;

• სოციალური კავშირები;

• პერსონაჟის გამოცდილება

ითვლება დასრულებულად და არ შეიძლება ახალ პერსონაჟზე პირდაპირ გაგრძელდეს.

აღნიშნული წესი მოქმედებს იმისთვის, რომ CK-ს ჰქონდეს რეალური მნიშვნელობა და მოთამაშემ ვერ შეძლოს ძველი პერსონაჟის ახალი სახელით გაგრძელება.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.17. ქალაქში იარაღის გამოყენება

შესაბამისი RP მიზეზის არსებობის შემთხვევაში მოთამაშეს უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი ქალაქის ტერიტორიაზეც.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოთამაშეს შეუძლია ნებისმიერ პირზე ცეცხლის გახსნა. იარაღის გამოყენებას ყოველთვის უნდა ჰქონდეს შესაბამისი და ლოგიკური RP საფუძველი.

მაგალითად, მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა ავტომატურად არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს მოთამაშის მოკვლისთვის.

თუ ქალაქში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, მოთამაშემ უნდა გაითვალისწინოს:

შერიფების არსებობა;
მათი შესაძლო რიცხობრივი უპირატესობა;
პერსონაჟის სიცოცხლისთვის არსებული საფრთხე;
NoFear RP.

ქალაქში ხანგრძლივი შეიარაღებული დაპირისპირების გაგრძელება აკრძალულია, თუ ამისთვის არ არსებობს ძლიერი და ლოგიკური RP საფუძველი.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ

9.18. დაჭრის შემდეგ მეხსიერება

თუ პერსონაჟი დანოკვის/დაჭრის შემდეგ სხვა მოთამაშის დახმარებით — Medkit-ის გამოყენებით — გადარჩა, მას მომხდარი RP სიტუაცია 30 წუთის განმავლობაში არ ახსოვს.

30 წუთის გასვლის შემდეგ პერსონაჟს უფლება აქვს აღიდგინოს მომხდარი სიტუაციის მეხსიერება და შესაბამისი RP-ის ფარგლებში განაგრძოს ისტორია.

გამონაკლისი: ეს წესი არ ვრცელდება Respawn-სა და /sendhelp-ზე.

Respawn-ის ან /sendhelp-ის გამოყენების შემთხვევაში პერსონაჟს მომხდარი სიტუაცია აღარ ახსოვს და არ აქვს უფლება მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გააგრძელოს წინა RP.

სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ