🌟 Legends of 1899

ა.შ.შ კონსტიტუცია

⚖️ პრეამბულა

ჩვენ, Legends of 1899-ის მოქალაქეები, ვაცნობიერებთ თავისუფლების, სამართლიანობისა და წესრიგის მნიშვნელობას. ვქმნით წინამდებარე კონსტიტუციას, რათა დავამყაროთ სამართლიანი მმართველობა, დავიცვათ მოქალაქეთა უფლებები და თავისუფლებები, უზრუნველვყოთ უსაფრთხოება და შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში.

ჩვენი მიზანია შეიქმნას სახელმწიფო, სადაც კანონი თანაბრად მოქმედებს ყველასთვის, ხოლო თითოეული მოქალაქის უფლება და ღირსება დაცულია.

ამ მიზნებისთვის ვადგენთ და ვიღებთ წინამდებარე კონსტიტუციას, როგორც Legends of 1899-ის სახელმწიფოს უმაღლეს სამართლებრივ საფუძველს.