🌟 Legends of 1899

5. სასამართლო პროცესის ძირითადი პრინციპები

5.1. პროცესის საჯაროობა

სასამართლო პროცესები, როგორც წესი, საჯაროა.

გამონაკლისი: საჭიროების შემთხვევაში მოსამართლეს უფლება აქვს სხდომა სრულად ან ნაწილობრივ დახურულად გამოაცხადოს.

5.2. უდანაშაულობის პრეზუმფცია

პირი ითვლება უდანაშაულოდ, სანამ მისი დამნაშავეობა სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით არ დადასტურდება.

5.3. მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება

სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს საქმეში წარმოდგენილ სანდო და დასაშვებ მტკიცებულებებს.

5.4. დაცვის უფლება

ბრალდებულს უფლება აქვს ჰყავდეს ადვოკატი ან სხვა წარმომადგენელი და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული დაცვის საშუალებები.

5.5. მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა

მოსამართლე ვალდებულია საქმე განიხილოს დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად, პირადი ინტერესებისა და გარე ზეწოლის გარეშე.

5.6. კანონის წინაშე თანასწორობა

ყველა პირი თანაბრად ექვემდებარება მოქმედ კანონმდებლობას, მიუხედავად მისი სტატუსის, თანამდებობის ან ფრაქციის კუთვნილებისა.