🌟 Legends of 1899

თავი XIV — კანონის ინტერპრეტაცია, აღსრულება და დასკვნითი დებულებები

მუხლი 27. კანონის ინტერპრეტაცია

27.1. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტოს კანონი მისი მიზნის, შინაარსისა და სამართლის ძირითადი პრინციპების შესაბამისად.

27.2. კანონის ხარვეზის არსებობის შემთხვევაში დასაშვებია:

1. კანონის ანალოგიის გამოყენება — მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენება;

2. სასამართლო პრეცედენტის გამოყენება — ადრე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

27.3. ყველა სასამართლო პრეცედენტი ფიქსირდება სასამართლო რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სასამართლოს მდივანი.

მუხლი 28. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება

28.1. სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველა მოქალაქის, ორგანიზაციისა და სახელმწიფო ორგანოსათვის.

28.2. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ევალება:

1. სისხლის სამართლის საქმეებზე — შერიფის დეპარტამენტს;

2. სხვა საქმეებზე — შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ან მოსამართლის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ აღმასრულებელს.

28.3. სასამართლოს გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, თუ თავად გადაწყვეტილებით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

მუხლი 29. სასამართლო რეესტრი

29.1. სასამართლოს მდივანი აწარმოებს სასამართლო რეესტრს, რომელშიც შეიტანება:

1. ყველა მიღებული გადაწყვეტილება, განაჩენი და განჩინება;

2. სასამართლო პრეცედენტები;

3. გამოცემული სასამართლო ორდერები.

29.2. სასამართლო რეესტრი საჯაროა და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება გაეცნოს მას.

მუხლი 30. დასკვნითი დებულებები

30.1. წინამდებარე კოდექსი ძალაში შედის მისი დამტკიცებისთანავე.

30.2. ყველა სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის პირი და მოქალაქე ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის მოთხოვნები.

30.3. ამ კოდექსით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში სასამართლო ხელმძღვანელობს კანონიერების, სამართლიანობისა და გონივრულობის ზოგადი პრინციპებით.

30.4. კოდექსში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია გუბერნატორის ან სენატის ინიციატივით, მოსამართლესთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.