თავი VII — ჩხრეკა, რეიდი და დაკავება
მუხლი 17. ჩხრეკა, ამოღება და რეიდი
17.1. რეიდი, ჩხრეკა ან ქონების ამოღება დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს განჩინების (ორდერის) საფუძველზე.
17.2. ორდერის მისაღებად სამართალდამცავმა ორგანომ მოსამართლეს უნდა წარუდგინოს დასაბუთებული შუამდგომლობა.
17.3. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, კერძოდ, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლეს ან არსებობს მტკიცებულებების განადგურების უშუალო რისკი, რეიდი შეიძლება განხორციელდეს სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე.
17.4. ორდერის გარეშე განხორციელებული რეიდის შემთხვევაში შერიფის დეპარტამენტი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში წარუდგინოს სასამართლოს შესაბამისი ანგარიში. სასამართლო ამოწმებს რეიდის კანონიერებას.
17.5. რეიდის უკანონოდ ცნობის შემთხვევაში, რეიდის შედეგად ამოღებული ყველა ნივთი, ფული ან ქონება დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს.
17.6. თუ ნივთის ან ქონების დაბრუნება შეუძლებელია, მესაკუთრეს მიეცემა კომპენსაცია ქონების საბაზრო ღირებულების ოდენობით, რომელსაც განსაზღვრავს მოსამართლე.
17.7. უკანონო რეიდის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები სასამართლოში დაუშვებელ მტკიცებულებად ითვლება.
მუხლი 18. დაკავებული პირის ქონება
18.1. დაკავებისას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს დაკავებულისგან ჩამორთმეული ნივთები, ფული, იარაღი, ცხენი ან სხვა ქონება და შეადგინოს შესაბამისი აღრიცხვის ოქმი.
18.2. დაკავების უკანონოდ ცნობის ან გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში ჩამორთმეული ნივთები დაუყოვნებლივ უბრუნდება კანონიერ მესაკუთრეს.
18.3. ქონების ან სხვა ნივთის ფიზიკური დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში მესაკუთრეს ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია.
მუხლი 19. უკანონო დაკავების კომპენსაცია
19.1. სასამართლოს მიერ დაკავების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში დაკავებულს უფლება აქვს მოითხოვოს კომპენსაცია.
19.2. კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება დაკავების ხანგრძლივობის მიხედვით:
1–5 თვე — $50;
6–10 თვე — $100;
11–15 თვე — $150;
16–20 თვე — $200;
21–30 თვე — $300;
31–50 თვე — $500.
19.3. დაკავებულს უფლება აქვს მოითხოვოს მის მიმართ არსებული ნასამართლეობის ანულირება ან გაუქმება.
19.4. 19.4. კომპენსაციის თანხა ანაზღაურდება იმ სახელმწიფო უწყების ბიუჯეტიდან, რომელმაც უკანონო დაკავება განახორციელა.