Discord წესები
Legends of 1899-ის Discord სერვერი წარმოადგენს მოთამაშეთა კომუნიკაციისა და სერვერთან დაკავშირებული საკითხების სივრცეს. ყველა წევრი ვალდებულია დაიცვას ქვემოთ მოცემული წესები და პატივი სცეს როგორც სხვა მოთამაშეებს, ისე ადმინისტრაციას.
1. შეურაცხყოფა და უპატივცემულობა
აკრძალულია ნებისმიერი სახის შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, პროვოკაციული ან ღირსების შემლახველი კომუნიკაცია სხვა მოთამაშეების, ადმინისტრაციის ან სერვერის პერსონალის მიმართ.
2. RP სიტუაციის განხილვა
აკრძალულია მიმდინარე ან დასრულებული RP სიტუაციის Discord-ში განხილვა, თუ აღნიშნულმა ინფორმაციამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს თამაშის პროცესზე ან მიმდინარე RP-ზე.
3. RP-სთან დაკავშირებული საკითხები
RP-სთან დაკავშირებული კითხვების დასმა და პრობლემების განხილვა საერთო ჩატებში აკრძალულია.
ამისთვის გამოიყენეთ ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული შესაბამისი არხები და Ticket სისტემა.
4. Flood / Spam
აკრძალულია Flood / Spam — დიდი რაოდენობით განმეორებითი, არასაჭირო ან აზრობრივი დატვირთვის არმქონე შეტყობინებების გაგზავნა, ასევე ჩატის განზრახ გადატვირთვა.
5. პროვოკაცია და კონფლიქტის გაღვივება
აკრძალულია სხვა მოთამაშეების განზრახ პროვოცირება, დაპირისპირების გამოწვევა, კონფლიქტის გაღვივება ან ჩატში დაძაბულობის შექმნა.
6. დისკრიმინაცია
აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია ან სიძულვილის ენა, მათ შორის რასის, ეროვნების, მოქალაქეობის, სქესის, რელიგიის, ასაკის ან სხვა ნიშნით.
7. პირადი ინფორმაციის გავრცელება
აკრძალულია ნებისმიერი პირადი, კონფიდენციალური ან იდენტიფიცირებადი ინფორმაციის გავრცელება პირის თანხმობის გარეშე.
წესი ვრცელდება როგორც თავად მოთამაშის, ასევე სხვა პირების ინფორმაციაზე.
8. რეკლამა
აკრძალულია ნებისმიერი სახის რეკლამის, სხვა სერვერის, პროექტის, პროდუქტის, მომსახურების ან გარე რესურსის გავრცელება ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
9. აკრძალული ნიკნეიმი
აკრძალულია ისეთი ნიკნეიმის გამოყენება, რომელიც შეიცავს უხეშ, შეურაცხმყოფელ, პროვოკაციულ ან სხვა აკრძალულ ლექსიკას.
10. ადმინისტრაციისთვის სპამი
აკრძალულია ადმინისტრაციის წევრებისთვის პირად შეტყობინებებში განმეორებითი, არასაჭირო ან მოთხოვნის განმეორებით გამოგზავნა.
ადმინისტრაციასთან პირადი კომუნიკაცია გამოიყენეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
11. Discord ნიკნეიმი
მოთამაშის Discord ნიკნეიმი უნდა შეესაბამებოდეს მის თამაშის პერსონაჟის სახელს.
12. თამაშის პროცესის ტრანსლაცია
აკრძალულია თამაშის პროცესის ეკრანის გაზიარება, სტრიმინგი ან სხვა ფორმით ტრანსლირება Discord-ის ხმოვან არხებში.
13. Discord-ში ყოფნის წესი
თამაშის პროცესში ყველა მოთამაშე ვალდებულია იმყოფებოდეს საკუთარი ფრაქციის შესაბამის ხმოვან არხში და ჩართული ჰქონდეს Deafen.
ფრაქციის გარეშე მყოფმა მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ Join To Create სისტემა.
14. Deafen-ის მოხსნა
Deafen-ის მოხსნა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
მოთამაშე იმყოფება საკუთარ რანჩოზე;
მოთამაშე არ მონაწილეობს სხვა მოთამაშესთან მიმდინარე RP სიტუაციაში.
Deafen-ის მოხსნა სხვა შემთხვევებში დაუშვებელია.
14.1. რანჩოზე კომუნიკაცია
მოთამაშეებს, რომლებიც იმყოფებიან რანჩოზე და არ მონაწილეობენ მიმდინარე RP სიტუაციაში, უფლება აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია Discord-ის OOC ხმოვან არხში.
აკრძალულია:
1. მიმდინარე RP სიტუაციის განხილვა;
2. დაგეგმილი RP სიტუაციის განხილვა;
3. თამაშში მიღებული ინფორმაციის OOC გზით სხვა მოთამაშეებისთვის გადაცემა;
4. ისეთი ინფორმაციის გაცვლა, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მიმდინარე RP-ზე.
14.2. Join To Create
Join To Create ხმოვანი არხის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მოთამაშეებს, რომლებიც არ იმყოფებიან ფრაქციაში და არ იმყოფებიან რანჩოზე.
Join To Create-ის ერთ ხმოვან არხში 4-ზე მეტი მოთამაშის ყოფნა აკრძალულია.
14.3. ადმინისტრაციისთვის მიმართვა
მთავარ ჩატებში აკრძალულია ადმინისტრაციის მიმართ ისეთი მოთხოვნების საჯაროდ დაწერა, როგორიცაა:
„ადმინ, თიქეთი ნახე.“
„ადმინ, ამას დაუდასტურე.“
„ადმინ, ჩემი ბრატი შემოდის და დაუდასტურე.“
ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საკითხებისთვის გამოიყენეთ შესაბამისი Ticket სისტემა.
14.4. პროვოკაციული სქრინშოტები და მასალა
აკრძალულია Discord-ში ისეთი სქრინშოტების, ვიდეოების ან სხვა მასალის გამოქვეყნება, რომელიც მიზნად ისახავს სხვა მოთამაშის დამცირებას, დაცინვას ან პროვოცირებას.
მათ შორის აკრძალულია:
1. სხვა მოთამაშეების მასობრივი მკვლელობის ამსახველი პროვოკაციული მასალა;
2. მოკლულ მოთამაშეზე დგომის ან მისი დაცინვის ამსახველი სქრინშოტები;
3. სხვა მოთამაშის დამცირების მიზნით შექმნილი მასალა;
4. თამაშში რესურსის მოპოვების ან სხვა მოქმედების განზრახ პროვოკაციული ფორმით წარმოჩენა;
5. ნებისმიერი სხვა მასალა, რომლის მიზანიც სხვა მოთამაშის პროვოცირება ან დამცირებაა.
სქრინშოტები და ვიდეომტკიცებულებები გამოიყენეთ მხოლოდ შესაბამისი მიზნით და მოერიდეთ მასალის გამოყენებას სხვა მოთამაშეების პროვოცირებისთვის.
სასჯელი
Discord-ის წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას უფლება აქვს, დარღვევის სიმძიმისა და განმეორებითობის გათვალისწინებით, გამოიყენოს შესაბამისი სანქცია.
შესაძლო სანქციები:
Timeout — ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით;
თამაშის ანგარიშის დროებითი ან მუდმივი დაბლოკვა — ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
მძიმე ან განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას უფლება აქვს გამოიყენოს უფრო მკაცრი სანქცია წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
🎥 ვიდეომტკიცებულება
ყველა მოთამაშე ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, ჰქონდეს ვიდეომტკიცებულება შესაბამისი RP სიტუაციის სრულად გადასამოწმებლად.
ვიდეომტკიცებულება შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს სიტუაციის ობიექტურად განხილვისა და MG (Metagaming) შემთხვევების გამოვლენის/თავიდან აცილების მიზნით.
ადმინისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მოთამაშე ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ჩანაწერი, თუ ასეთი ჩანაწერის არსებობა წესებით გათვალისწინებულია.
📢 წესების ცვლილება
ადმინისტრაციას უფლება აქვს, სერვერის განვითარების, ახალი სიტუაციების ან საჭიროების გათვალისწინებით, შეცვალოს, დაამატოს, წაშალოს ან განაახლოს აღნიშნული წესები.
წესებში შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის ადმინისტრაციის მიერ მათი ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ.
სერვერზე თამაშის გაგრძელება ნიშნავს, რომ მოთამაშე ეთანხმება მოქმედ წესებსა და მათ განახლებებს.