🌟 Legends of 1899

თავი IX — ქონებრივი უფლებები და ზიანის ანაზღაურება

მუხლი 21. მოპარული ქონების დაბრუნება

21.1. მოპარული თანხა, ქონება ან სხვა ნივთი ექვემდებარება კანონიერ მესაკუთრეს დაბრუნებას.

21.2. თუ ქონების ფიზიკური დაბრუნება შეუძლებელია, მესაკუთრეს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.

21.3. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს მოსამართლე ქონების საბაზრო ღირებულების, მესაკუთრის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და საქმის სხვა გარემოებების საფუძველზე.

21.4. კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ეკისრება დამნაშავეს. თუ დამნაშავე ვერ შეძლებს კომპენსაციის გადახდას, მისი ქონება შეიძლება გაიყიდოს აუქციონის წესით და მიღებული თანხა მოხმარდეს დაზარალებულისთვის კომპენსაციის ანაზღაურებას.