თავი V — უკანონო წარმოება
მუხლი 68 — ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო ბრუნვა
პუნქტი 1. შტატში აკრძალულ ნარკოტიკულ ნივთიერებებს მიეკუთვნება:
კანაფი;
კანაფის თესლი.
პუნქტი 2. კერძო პირების მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა, გამოყენება ან რეალიზაცია ისჯება 30 თვით თავისუფლების აღკვეთით.
დარღვევისას შესაბამისი ნივთიერებები ექვემდებარება კონფისკაციას.
მუხლი 69 — დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების ფლობა
50 ერთეულზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა ისჯება 45 თვემდე თავისუფლების აღკვეთით.
გამონაკლისი: სახელმწიფო სტრუქტურებს თერაპიული და პროფილაქტიკური მიზნებისთვის დასაშვებია 5 ერთეული.
მუხლი 70 — ფეთქებადი ნივთიერებები
დინამიტი განიხილება როგორც ასაფეთქებელი ნივთიერება.
დინამიტის უკანონო შენახვა ან გაყიდვა ისჯება 25 თვით თავისუფლების აღკვეთით.
დარღვევის შემთხვევაში ნივთიერება ექვემდებარება კონფისკაციას.
მუხლი 71 — აალებადი ნარევები
აალებად ნარევებს მიეკუთვნება მოლოტოვის კოქტეილები.
მათი უკანონო შენახვა ან გაყიდვა ისჯება 20 თვით თავისუფლების აღკვეთით.
დარღვევის შემთხვევაში ნარევები ექვემდებარება კონფისკაციას.
გამონაკლისი: სახელმწიფო სამართალდამცავ ორგანოებს უფლება აქვთ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ატარონ და გამოიყენონ დინამიტი და მოლოტოვის კოქტეილები.
მუხლი 72 — ლითონისა და ქვანახშირის უკანონო მოპოვება და რეალიზაცია
ლითონის, მათ შორის რკინის, და ქვანახშირის მოპოვება ან რეალიზაცია — გაცვლა ან გაყიდვა — შეერთებული შტატების შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ისჯება:
კონფისკაციით;
40 თვით თავისუფლების აღკვეთით.
გამონაკლისები:
ანესბურგის მაღაროს წარმომადგენელსა და რეგისტრირებული საწარმოს წარმომადგენელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქმიანობა ნებადართულია;
ნებადართულია ოქროს ნატეხების მოპოვება და შემდგომი გაყიდვა;
ოქროს ზოდების გაყიდვა ნებადართულია.
მუხლი 73 — ალკოჰოლის უკანონო რეალიზაცია
აკრძალულია შტატში ალკოჰოლის მაღაზიაში ან სხვა ფორმით გაყიდვა შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე.
დარღვევა ისჯება:
40 თვით თავისუფლების აღკვეთით;
იმპორტირებული ალკოჰოლის კონფისკაციით.
მუხლი 74 — ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო გაყიდვა სახელმწიფო მაღაზიებში
სახელმწიფო მაღაზიებში ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაცია აკრძალულია.
დარღვევა ისჯება:
40 თვით თავისუფლების აღკვეთით;
საქონლის კონფისკაციით.
მუხლი 75 — შხამებისა და ტოქსიკური ნივთიერებების უკანონო გაყიდვა
სახელმწიფო მაღაზიებში აკრძალულია ნებისმიერი სახის შხამის, ტოქსინის ან სხვა ტოქსიკური ნივთიერების გაყიდვა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
დარღვევა ისჯება:
30 თვით თავისუფლების აღკვეთით;
საქონლის კონფისკაციით.
მუხლი 76 — უკანონო აგიტაცია და ჯგუფური საქმიანობა
ჯგუფებსა და აგიტატორებს ეკრძალებათ შტატის ქალაქებში ისეთი კამპანიის ჩატარება, რომელიც მიზნად ისახავს:
საზოგადოებაში არასტაბილური სიტუაციის შექმნას;
მოსახლეობის თაღლითური გზით აგიტაციას არალეგალური საქმიანობისთვის;
მოქალაქისთვის ფარული საფრთხის შექმნას;
მოქალაქის შტატის გარეთ, მათ შორის მექსიკაში ან კუბაში, დამატებითი შემოსავლის ან უკანონო საქმიანობისკენ წაყვანას.
დარღვევა ისჯება 30 თვით თავისუფლების აღკვეთით.
მუხლი 77 — ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო რეალიზაცია და გავრცელება
პუნქტი 1. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის ყიდვა ან გაყიდვა მაღაზიებში ან ქალაქის ტერიტორიაზე შეერთებული შტატების მთავრობის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე.
დარღვევა ისჯება:
40 თვით თავისუფლების აღკვეთით;
საქონლის კონფისკაციით.
გამონაკლისი: სახელმწიფოს მთავრობას უფლება აქვს შეიძინოს და მიიღოს იარაღი სახელმწიფო კანონმდებლობით დადგენილი წესით.