🌟 Legends of 1899

ადგილობრივი თვითმმართველობა

მუხლი 17 — ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლები

ადგილობრივი თვითმმართველობა მექსიკის სახელმწიფოში ხორციელდება შესაბამისი რეგიონების მიერ.

თითოეულ რეგიონს ხელმძღვანელობს ალ კალდე (Alcalde) — ადგილობრივი მმართველი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პასუხისმგებელია რეგიონის მართვასა და განვითარებაზე.

ალ კალდე ანგარიშვალდებულია ელ კომენდანტესა და მექსიკის საბჭოს წინაშე და ვალდებულია საქმიანობა განახორციელოს მექსიკის კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 18 — რეგიონების თვითმმართველობის უფლება

არმადილოსა და თამბლვიდის რეგიონებს ენიჭებათ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლება.

რეგიონებს უფლება აქვთ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ ადგილობრივი წესები, გადაწყვეტილებები და სხვა სამართლებრივი აქტები.

რეგიონების მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მექსიკის კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას.

სახელმწიფოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მექსიკის კონსტიტუციასა და სახელმწიფო კანონმდებლობას.

მუხლი 19 — ადგილობრივი მმართველის დროებითი დანიშვნა

განსაკუთრებული ან საგანგებო ვითარების არსებობის შემთხვევაში, ელ კომენდანტეს უფლება აქვს დროებით დანიშნოს შესაბამისი რეგიონის ადგილობრივი მმართველი.

დროებითი მმართველი ახორციელებს ალ კალდესთვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებს მხოლოდ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ასეთი დანიშვნა მოქმედებს განსაკუთრებული ან საგანგებო ვითარების არსებობის პერიოდში და ხორციელდება სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.