🌟 Legends of 1899

3. სასამართლოს სტრუქტურა

3.1. მოსამართლე

მოსამართლე წარმოადგენს სასამართლოს ძირითად გადაწყვეტილების მიმღებ პირს.

მის უფლებამოსილებაში შედის:

საჩივრებისა და სარჩელების წარმოებაში მიღება;
შუამდგომლობების განხილვა;
სასამართლო განჩინებების გამოცემა;
ადმინისტრაციული აქტების კანონიერების შეფასება;
წინასასამართლო სხდომების ჩატარება;
მხარეებს შორის მედიაციის წარმართვა;
სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული საქმეების განხილვა;
საბოლოო გადაწყვეტილებისა და განაჩენის გამოტანა.

3.2. მოსამართლის თანაშემწე / სხდომის მდივანი

მოსამართლის თანაშემწე უზრუნველყოფს სასამართლოს ტექნიკურ და ადმინისტრაციულ საქმიანობას.

მის მოვალეობებში შედის:

მხარეებთან კომუნიკაცია;
სასამართლო დოკუმენტაციის ორგანიზება;
სხდომების დაგეგმვა;
სასამართლო მასალების მოწესრიგება;
მოსამართლისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა;
სხდომებთან დაკავშირებული ინფორმაციის მართვა.