🌟 Legends of 1899

საჩივარი ადმინისტრატორზე

Legends of 1899-ში თითოეულ მოთამაშეს აქვს უფლება, ადმინისტრატორის შესაძლო დარღვევის შემთხვევაში წარადგინოს ოფიციალური საჩივარი.

საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს ფაქტებსა და შესაბამის მტკიცებულებებს და გამოყენებული უნდა იქნეს საკითხის ობიექტურად გასარკვევად, ხოლო არა ადმინისტრატორის დისკრედიტაციისთვის.

1. ადმინისტრატორის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები

აკრძალულია ადმინისტრატორის მიმართ ცრუ, განზრახ დამაზიანებელი ან მტკიცებულების გარეშე გავრცელებული ბრალდებების საჯაროდ გავრცელება.

ადმინისტრატორის შესაძლო დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს:

1. ადმინისტრაციული უფლებამოსილების არასათანადოდ გამოყენება;

2. RP სიტუაციაში ადმინისტრაციული უფლებამოსილების არამართლზომიერი გამოყენება;

3. Ticket-ის განხილვისას მიკერძოებული ან არასამართლიანი დამოკიდებულება;

4. მოთამაშის მიმართ პირადი ინტერესით მოქმედება;

5. ადმინისტრაციული უფლებამოსილების გადამეტება;

6. ადმინისტრაციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;

7. ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიღება პირადი ინტერესის ან კონფლიქტის საფუძველზე.

თუ მოთამაშეს აქვს საფუძვლიანი ეჭვი ადმინისტრატორის მხრიდან დარღვევაზე, იგი ვალდებულია საკითხი გადაიტანოს ოფიციალურ ფორმატში და გახსნას Ticket კატეგორიაში „საჩივარი ადმინისტრატორზე“.

საკითხის ოფიციალურ განხილვამდე აკრძალულია ადმინისტრატორის წინააღმდეგ დაუდასტურებელი ბრალდებების გავრცელება ან სხვა მოთამაშეების ჩართვა აღნიშნულ საკითხში, როგორც ტექსტურ, ასევე ხმოვან არხებში.

სანქცია:

წესის განზრახ დარღვევის შემთხვევაში — თამაშის ანგარიშის დაბლოკვა 7 დღით.

განმეორებითი ან განსაკუთრებით მძიმე დარღვევის შემთხვევაში სანქცია განისაზღვრება ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.

შენიშვნა: კეთილსინდისიერად წარდგენილი საჩივარი, რომელიც ეფუძნება რეალურ ეჭვსა და ხელმისაწვდომ მტკიცებულებებს, არ ჩაითვლება უსაფუძვლო ბრალდებად მხოლოდ იმ მიზეზით, რომ საჩივარი საბოლოოდ არ დადასტურდა.

2. როგორ შევიტანოთ საჩივარი ადმინისტრატორზე?

ადმინისტრატორის წინააღმდეგ საჩივრის წარსადგენად მოთამაშე ვალდებულია:

1. გახსნას Ticket კატეგორიაში „საჩივარი ადმინისტრატორზე“;

2. მკაფიოდ აღწეროს მომხდარი სიტუაცია და ადმინისტრატორის შესაძლო დარღვევა;

3. მიუთითოს დარღვევის თარიღი, დრო და შესაბამისი გარემოებები, რამდენადაც ეს ინფორმაცია მისთვის ცნობილია;

4. წარმოადგინოს შესაბამისი ვიდეომტკიცებულება ან სხვა დამადასტურებელი მასალა;

5. მტკიცებულება უნდა იძლეოდეს სიტუაციის ობიექტურად შეფასების შესაძლებლობას.

ვიდეომტკიცებულება სასურველია იყოს სრული და კონტექსტის შემცველი. მისი რეკომენდებული ხანგრძლივობაა მინიმუმ 5 წუთი, თუ სიტუაციის სრულად გასაგებად უფრო ხანგრძლივი ჩანაწერი არ არის საჭირო.

მტკიცებულების ხელოვნურად დამონტაჟება, მნიშვნელოვანი მონაკვეთების განზრახ ამოჭრა ან სიტუაციის კონტექსტიდან მოწყვეტილად წარმოდგენა დაუშვებელია.

3. საჩივრის განხილვის პროცესი

საჩივრის მიღების შემდეგ ადმინისტრაცია ვალდებულია შეისწავლოს წარმოდგენილი მასალა და, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები ან განმარტებები.

საჩივრის განხილვისას მხედველობაში მიიღება:

1. წარმოდგენილი მტკიცებულებები;

2. ადმინისტრატორის განმარტება;

3. შესაბამისი RP/ადმინისტრაციული სიტუაციის კონტექსტი;

4. სერვერის მოქმედი წესები;

5. დარღვევის სიმძიმე და გარემოებები.

საჩივრის განხილვის დასრულებამდე მისი მონაწილეებისა და განხილვის დეტალების საჯაროდ გავრცელება დაუშვებელია, თუ ადმინისტრაცია სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

4. საჩივრის დადასტურების შემთხვევაში

თუ ოფიციალური განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ადმინისტრატორმა ნამდვილად დაარღვია ადმინისტრაციული უფლებამოსილების გამოყენების წესები, ადმინისტრაციას უფლება აქვს გამოიყენოს შესაბამისი სანქცია.

მძიმე დარღვევის დადასტურების შემთხვევაში შესაძლებელია:

1. ადმინისტრატორის თანამდებობიდან გათავისუფლება;

2. ადმინისტრატორის თამაშის ანგარიშის 30 დღით დაბლოკვა;

3. დამატებითი ადმინისტრაციული სანქციის გამოყენება.

საბოლოო სანქცია განისაზღვრება დარღვევის სიმძიმის, გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

მნიშვნელოვანი

ადმინისტრატორის მიმართ საჩივრის შეტანა არ წარმოადგენს აკრძალულ ქმედებას მოთამაშეს აქვს უფლება გაასაჩივროს ადმინისტრატორის მოქმედება, თუ მიაჩნია, რომ ადგილი ჰქონდა წესების დარღვევას.

ამასთან, საჩივრის სისტემა უნდა გამოიყენებოდეს კონსტრუქციულად, კეთილსინდისიერად და მტკიცებულებებზე დაყრდნობით.