🌟 Legends of 1899

ივენთებზე მოქცევის წესი

ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული ივენთის მიმდინარეობისას ყველა მოთამაშე ვალდებულია დაიცვას ივენთისთვის დადგენილი წესები, დაემორჩილოს ადმინისტრაციის მითითებებს და ხელი არ შეუშალოს ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებას.

აკრძალულია:

ივენთის განზრახ ჩაშლა ან მისი მიმდინარეობის შეფერხება;
მონაწილეებისთვის მიზანმიმართულად ხელის შეშლა;
პროვოკაციის მოწყობა ან კონფლიქტის ხელოვნურად გამოწვევა;
ადმინისტრაციის მითითებების უგულებელყოფა;
ივენთის ტერიტორიაზე ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უშლის ღონისძიების ნორმალურ მიმდინარეობას;
ივენთის გამოყენება სხვა მოთამაშეების ან ღონისძიების ორგანიზატორების დასაზიანებლად.

წესი ვრცელდება ყველა მოთამაშეზე, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ივენთის ოფიციალური მონაწილე.

ადმინისტრაციას უფლება აქვს, ივენთის მიმდინარეობისას უზრუნველყოს წესრიგი და საჭიროების შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები წესრიგის დამრღვევი მოთამაშის მიმართ.

სასჯელი:
თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესაბამისად.