5. ბანკის ძარცვა
5.1. შერიფების მოსვლის მოლოდინი
ბანკის ძარცვის დაწყების შემდეგ, კერძოდ ბანკის კარის აფეთქების მომენტიდან, მძარცველები ვალდებულნი არიან მინიმუმ 20 წუთის განმავლობაში დაელოდონ შერიფების მოსვლას.
აღნიშნული დროის განმავლობაში ბანკის ტერიტორიის დატოვება ძარცვის თავიდან აცილების მიზნით აკრძალულია.
სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
5.2. მოლაპარაკე პირის ხელშეუხებლობა
ბანკის ძარცვის დროს შერიფების მხრიდან დანიშნული მომლაპარაკებელი პირის გატაცება ან მოკვლა აკრძალულია.
მომლაპარაკებელთან ურთიერთობა უნდა განხორციელდეს RP სიტუაციის ფარგლებში.
სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
5.3. ბანკის ძარცვის სიხშირე
ერთ კრიმინალურ ფრაქციას/დაჯგუფებას ბანკის ძარცვის განხორციელება შეუძლია მაქსიმუმ ერთხელ 24 საათის განმავლობაში.
ერთი და იმავე ფრაქციის მიერ აღნიშნული შეზღუდვის გვერდის ავლა სხვა წევრების ან სხვა მეთოდის გამოყენებით აკრძალულია.
სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.