თავი XIII — იმპიჩმენტი
მუხლი 26. იმპიჩმენტი
26.1. იმპიჩმენტი არის უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირის თანამდებობიდან გადაყენების მართლმსაჯულებრივი პროცესი.
26.2. იმპიჩმენტის საფუძვლებია:
1. სახელმწიფო ღალატი;
2. მოსყიდვა (კორუფცია);
3. სხვა მძიმე დანაშაულის ჩადენა;
4.სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
26.3. იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს სენატი მოსამართლის თავმჯდომარეობით.
26.4. იმპიჩმენტის დასამტკიცებლად საჭიროა სენატის წევრთა ხმების არანაკლებ ორი მესამედი.