🌟 Legends of 1899

თავი 5. მექსიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის წესები

მუხლი 5.1 — მექსიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა

მექსიკის სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთა დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის ან ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე.

პირი, რომელიც მექსიკის სახელმწიფოს საზღვარს გადაკვეთს შესაბამისი ნებართვის გარეშე, ჩაითვლება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადამკვეთად.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 25 თვის ვადით.

მუხლი 5.2 — მექსიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა შეიარაღებით

მექსიკის სახელმწიფოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა იარაღის თან ქონებით წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას.

ამ მუხლის მიზნებისთვის შეიარაღებულ პირად მიიჩნევა პირი, რომელსაც საზღვრის უკანონო კვეთის დროს თან აქვს ცეცხლსასროლი ან სხვა სახის იარაღი.

სასჯელი:

თავისუფლების აღკვეთა 40 თვის ვადით;
იარაღის ჩამორთმევა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 5.3 — უკანონო საზღვრის კვეთის ხელშეწყობა

პირი, რომელიც შეგნებულად ეხმარება სხვა პირს ან პირთა ჯგუფს მექსიკის სახელმწიფოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, მათ შორის ტრანსპორტირებით, ინფორმაციის მიწოდებით ან სხვა სახის დახმარებით, პასუხს აგებს კანონით დადგენილი წესით.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 30 თვის ვადით.

მუხლი 5.4 — სახელმწიფო ორგანოს კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა საზღვრის ზონაში

პირი, რომელიც საზღვრის დაცვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილება, ცდილობს გაქცევას ან ხელს უშლის საზღვრის კონტროლის განხორციელებას, ექვემდებარება პასუხისმგებლობას.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 20 თვის ვადით.

შენიშვნა: თუ აღნიშნული ქმედება დაკავშირებულია სხვა დანაშაულთან, შესაბამისი სასჯელები ჯამდება ამ კანონმდებლობის შესაბამისად.