🌟 Legends of 1899

წესები სტრიმერებისთვის

1. სტრიმინგის ნებართვა

Legends of 1899-ის სერვერის სტრიმინგი ნებადართულია მხოლოდ იმ მოთამაშეებისთვის, რომლებსაც მიღებული აქვთ ადმინისტრაციის ოფიციალური ნებართვა.

ადმინისტრაციის თანხმობის გარეშე სერვერის სტრიმინგის განხორციელება აკრძალულია.

სტრიმერმა ასევე უნდა დაიცვას სერვერის ყველა მოქმედი წესი და რეგულაცია. ადმინისტრაციის მიერ გაცემული ნებართვა არ ათავისუფლებს მოთამაშეს სხვა წესების დაცვის ვალდებულებისგან.

სანქციები

წესის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი სანქციები:

პირველი დარღვევა — ანგარიშის დაბლოკვა 1 დღით
მეორე დარღვევა — ანგარიშის დაბლოკვა 7 დღით
მესამე დარღვევა — ანგარიშის დაბლოკვა 14 დღით

შენიშვნა: განმეორებითი ან მძიმე დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას უფლება აქვს გამოიყენოს დამატებითი სანქცია, სერვერის საერთო წესებისა და ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესაბამისად.