🌟 Legends of 1899

2. საზოგადოებისა და რანჩოს სტრუქტურა

2.1. რანჩოს ლიდერის პასუხისმგებლობა

რანჩოს ლიდერი პასუხისმგებელია საკუთარი რანჩოს წევრების ქცევაზე და რანჩოს შიდა წესრიგის შენარჩუნებაზე.

ლიდერი ვალდებულია ხელი შეუწყოს რანჩოს წევრებს შორის ერთიანობას, უზრუნველყოს ორგანიზებული RP და იზრუნოს წევრების უსაფრთხოებაზე.

მექსიკის ტერიტორიაზე მოქმედი რანჩოები ვალდებულნი არიან პატივი სცენ მექსიკის ლორს, ადგილობრივ წესებსა და XIX საუკუნის ბოლოსთვის დამახასიათებელ ტრადიციებს.

2.2. მექსიკური რანჩოების კომუნიკაცია

მექსიკელი პერსონაჟების ძირითადი საკომუნიკაციო ენა არის ქართული, რომელიც IC გარემოში განიხილება როგორც ინგლისური ენა.

IC და OOC კომუნიკაციისას მოთამაშეებმა უნდა გამოიყენონ ქართული ენა, რათა კომუნიკაცია ყველა მოთამაშისთვის გასაგები იყოს.

პერსონაჟის მექსიკური კულტურისა და კოლორიტის გადმოსაცემად დასაშვებია მოკლე ესპანური სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება.

მაგალითად:

„Hola (ოლა), სად შემიძლია სომბრეროს ყიდვა?“
„Señor (სენიორ), გირჩევთ, ეს ტერიტორია არ გადაკვეთოთ.“
„Gracias (გრასიას) დახმარებისთვის.“

გამონაკლისი: ესპანური ენის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ცალკეული სიტყვების, მოკლე ფრაზებისა და გამოთქმების სახით. მთლიანად ესპანურ ენაზე კომუნიკაცია აკრძალულია, თუ ამისთვის ადმინისტრაციის სპეციალური თანხმობა არ არსებობს.

სასჯელი: ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით.