3. ფრაქციის/რანჩოს წესები
3.1. ფრაქციის წევრთა რაოდენობა
კრიმინალურ ფრაქციაში წევრთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 20 მოთამაშეს.
სახელმწიფო სტრუქტურაში წევრთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 40 მოთამაშეს.
სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
3.2. ფრაქციებს შორის ალიანსი
ალიანსის შექმნა დასაშვებია ორ კრიმინალურ ფრაქციას შორის, თუ ორივე ფრაქციის წევრთა საერთო რაოდენობა 20 მოთამაშეს არ აღემატება.
ალიანსის შექმნა შესაძლებელია მოთამაშეთა რასის, ეროვნების ან მოქალაქეობის მიუხედავად.
სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
3.3. ალიანსის არმქონე ფრაქციების თანამშრომლობა
ალიანსის არმქონე კრიმინალურ ფრაქციებს ეკრძალებათ ერთობლივი კრიმინალური საქმიანობის განხორციელება, მათ შორის ძარცვა, გატაცება, თავდასხმა ან სხვა შეთანხმებული მოქმედება.
გამონაკლისი: თანამშრომლობა დასაშვებია მხოლოდ ადმინისტრაციის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.
სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.
3.4. სახელმწიფო და კრიმინალური სტრუქტურის ერთდროული წევრობა
მოთამაშეს შეუძლია ერთდროულად იყოს სახელმწიფო სტრუქტურისა და კრიმინალური რანჩოს წევრი, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურაში ყოფნის პერიოდში ეკრძალება ნებისმიერი სახის კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობა.
სასჯელი: თამაშის ანგარიშის დაბლოკვა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ.