🌟 Legends of 1899

4. ზონები

4.1 მექსიკის ტერიტორია

რუკის დასავლეთ ნაწილში მდებარე მექსიკის ტერიტორია წარმოადგენს ნეიტრალურ ზონას.

მექსიკის ტერიტორიაზე ყველა მოთამაშეს აქვს თანაბარი სტატუსი და მოქმედებს სერვერის ძარცვისა და სხვა ზოგადი RP წესები.

4.2. კუბის ტერიტორია

სენ-დენისიდან გემით გადასვლის შემდეგ მდებარე გუარმას ტერიტორია ითვლება კუბის ტერიტორიად და წარმოადგენს ნეიტრალურ ზონას.

ტერიტორიაზე ყველა მოთამაშე თანასწორია და მოქმედებს სერვერის ძარცვისა და სხვა ზოგადი RP წესები.

4.3. ინდიელების რეზერვაცია

რეზერვაცია წარმოადგენს ინდიელების ტერიტორიას და არ ითვლება უსაფრთხო ზონად.

რეზერვაციის მცხოვრებლებს უფლება აქვთ დაუპატიჟებელ სტუმრებს გაუხსნან ცეცხლი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, თუ ისინი ტერიტორიის საზღვრებში უნებართვოდ იმყოფებიან.

შენიშვნა: რეზერვაციის ტერიტორიაზე შესვლა მოთამაშის მხრიდან არ ნიშნავს, რომ მას ავტომატურად აქვს უფლება განახორციელოს ნებისმიერი კრიმინალური მოქმედება — მასზე კვლავ ვრცელდება სერვერის სხვა მოქმედი RP წესები.