თავი VI — სისხლის სამართლის წარმოება და საგამოძიებო მოქმედებები
მუხლი 13. გამოძიება
13.1. გამოძიებას აწარმოებს შერიფის დეპარტამენტი ან პროკურორი.
13.2. შერიფის დეპარტამენტი:
1. აგროვებს მტკიცებულებებს;
2. კითხავს მოწმეებს;
3. ადგენს სავარაუდო სამართალდარღვევის სამართლებრივ კვალიფიკაციას;
4. ამზადებს ბრალდების მასალებს;
5. საქმეს გადასცემს სასამართლოს განსახილველად.
13.3. მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი განსაზღვროს პირის ბრალეულობა, გამოიტანოს განაჩენი და დაადგინოს სასჯელის ზომა.
მუხლი 14. საგამოძიებო გამოკითხვა და სასამართლო დაკითხვა
14.1. საგამოძიებო გამოკითხვაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. შერიფის დეპარტამენტის მოთხოვნა გამოკითხვაზე გამოცხადების შესახებ არ არის სავალდებულო.
14.2. სასამართლოს მიერ დაკითხვის მიზნით დაბარებული მოწმე ან სხვა პირი ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში.
14.3. სასამართლო უწყების საფუძველზე სასამართლოში გამოუცხადებლობა გამოიწვევს:
1.პირველ ჯერზე — $10 ჯარიმას;
2.განმეორებით გამოუცხადებლობაზე — $25 ჯარიმას;
3.სისტემატური გამოუცხადებლობის შემთხვევაში (3 და მეტჯერ) — მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებას 20 თვემდე ვადით.
მუხლი 15. გირაო
15.1. ნებისმიერ ბრალდებულს აქვს გირაოს უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებით მძიმე დანაშაული გირაოს გამოყენებას კრძალავს.
15.2. გირაოს ოდენობას ადგენს მოსამართლე, დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის ფინანსური მდგომარეობისა და მისი გაქცევის რისკის გათვალისწინებით.
15.3. გირაოს სრულად გადახდის შემთხვევაში ბრალდებული თავისუფლდება სასამართლო განხილვამდე, თუმცა ვალდებულია გამოცხადდეს ყველა სასამართლო სხდომაზე.
15.4. სასამართლოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში გირაოს თანხა ექვემდებარება კონფისკაციას.
15.5. სასჯელის მოხდის ან გამამართლებელი განაჩენის შემთხვევაში გირაოს თანხა უბრუნდება მის გადამხდელს.
მუხლი 16. საპროცესო შეთანხმება
16.1. ბრალდებულსა და ბრალდების მხარეს (შერიფი/პროკურორი) შორის შესაძლებელია საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
16.2. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ბრალდებული აღიარებს ბრალს სრულად ან ნაწილობრივ, შემსუბუქებული სასჯელის სანაცვლოდ.
16.3. საპროცესო შეთანხმება ძალაში შედის მხოლოდ მოსამართლის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ.
16.4. მოსამართლე უფლებამოსილია უარი თქვას შეთანხმების დამტკიცებაზე, თუ მიიჩნევს, რომ შეთანხმება არაპროპორციულია ან ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ინტერესებს.